„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №02/ნ

2023 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/02/2011, 040030000.22.022.016064) დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-10 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ტესტირებაზე დაგვიანება დირექტორობის მსურველს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში:

ა) მართვის სისტემა უფლებამოსილია, დირექტორობის მსურველებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება ტესტირების დღეს ან ტესტირების დღემდე 5 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს დამატებით ტესტირების ერთი სესია;

ბ) მართვის სისტემა უზრუნველყოფს იმ დირექტორობის მსურველთა მონაწილეობას დამატებით ტესტირებაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ მართვის სისტემის მიერ მითითებულ დროს ტესტირებაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების  გამო;

გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში  მითითებულმა პირებმა შესაბამისი ტესტირების დღიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემას უნდა წარუდგინონ COVID-19-ით ინფიცირების/სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მართვის სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ე) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მართვის სისტემის მიერ მიღებული ინფორმაცია მართვის სისტემაში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

ვ) დამატებით ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამჟამად მიმდინარე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ნაწილზეც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №02/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018257.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №02/ნ, 27.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018257 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5704246/