“დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2023 წლის 27 იანვარი ქ. დუშეთი |
„3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების გარდა, ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ / ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქემ სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა, მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის “მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე ფორმა № IV-100/ა;
ი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე - ქორწინების მოწმობა;
კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი, სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაფინანსების შედეგების შესახებ;
ლ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე საოქმო გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის შესახებ;
ნ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი.“
|