ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 ცლის 7 დეკემბის №51/2003 დადგენილებაში ცვლებების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 09.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №54/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.227
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 143, 12/12/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 ცლის 7 დეკემბის №51/2003 დადგენილებაში ცვლებების შეტანის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT";} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 45.0pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.227
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №54/2003
2003 წელი 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I
1. საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესს ახორციელებენ 2003 წლის 15 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით.
2. ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით:
ა) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ:
ა.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომელთაც არჩევნების დღეს უსრულდებათ 18 წელი;
ა.ბ) მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;
ბ) ამომრჩეველი მიდის შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში, ავსებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადის ფორმას;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ინაწილებენ საარჩევნო უბნის საზღვრებში მოქცეულ შენობებს და ახორციელებენ უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რეგისტრაციას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მოქალაქეებს ავსებინებენ მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადის ფორმებს.
3. განაცხადი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრის ხელმოწერით, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციას და პასუხისმგებელია განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორესა და სრულყოფაზე.
ფორმის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამომრჩევლის:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი (თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი;
დ) დევნილის მოწმობა პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად;
ე) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისათვის, ასევე, ამომრჩევლის მოწმობა.
4. განაცხადის სრულად შევსებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს გადასცემს განაცხადისაგან პერფორაციით გამოყოფილ, შევსებულ ამომრჩევლის ბარათს.
5. რეგისტრაციის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიაში დაბრუნებულ კომისიის წევრებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეაქვთ განაცხადში არსებული ინფორმაციის მიხედვით.
6. განაცხადის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ამომრჩევლის რიგით ნომერს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
7. საუბნო საარჩევნო კომისია მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას (ფორმა №1-1.28.01).
8. ამომრჩეველთა ერთიანი სიის თითოეული ფურცელი სათანადო წესით უნდა იქნეს დამოწმებული:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიაში:
ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
ა.ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
ა.გ) მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის ხელმოწერით;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიაში:
ბ.ა) კომისიის ბეჭდით;
ბ.ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით;
ბ.გ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანის ხელმოწერით;
ბ.დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით.
9. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამომრჩევლების მიერ შევსებული განაცხადების ფორმებს, რომელიც სათანადო წესით იქნება შეკრული და აკინძული.
10. 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით საუბნო საარჩევნო კომისია ახორციელებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების პროცესს. აღნიშნული პროცესის განხორციელება ეფუძნება:
ა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემულ მონაცემებს;
ბ) წინასწარ პატიმრობაში და პატიმრობაში მყოფ პირთა შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მონაცემებს;
გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემულ მონაცემებს.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამოტოვებული იქნება გრაფები, კომისიის წევრები შემდგომში განსახორციელებელი რეგისტრაციისათვის გამოიყენებენ აღნიშნულ შეუვსებელ ნომრებსა და გრაფებს, რათა აღდგენილ იქნეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა ნუმერაციის უწყვეტობა.
12. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამთავრების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისია ავსებს კენჭისყრის დღისათვის საჭირო ამომრჩეველთა შესაბამისი სიის ფორმებს (ფორმა №1-1.02.03).
13. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არა უგვიანეს 29 დეკემბერისა ცესკოს მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ. წინასწარ შედგენილ ამომრჩეველთა ერთინი სიის რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. აღნიშნული სიის მეშვეობით ხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურები.
14. საუბნო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 29 დეკემბერისა, ვალდებულია შეადგინოს საჯარო გაცნობისათვის უბანში გამოსაკრავი ამომრჩეველთა სია (ფორმა №1-1.19.02). ამომჩეველთა ერთიანი სია უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას.
15. 29 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებს და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვოს მათში ცვლილებების შეტანა, ან რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ საარჩევნო ადმინისტრაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მუხლი II
„საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131-132 პუნქტები:
„131. არა უგვიანეს 23 დეკემბრისა (12 დღე):
საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის 22 დეკემბრის მონაცემებით შესაბამის საარჩევნო უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
132. არა უგვიანეს 24 დეკემბრისა (11 დღე):
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ცესკოსათვის 22 დეკემბრის მონაცემებით შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის გადაცემა.”
ბ) ამოღებულ იქნეს მე-14 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი და პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:
„დ) საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის 24 დეკემბრის მონაცემებით შესაბამის საარჩევნო უბნაში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის გადაცემა.”
გ) ამოღებულ იქნეს მე-15 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი და პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” ქვეპუნქტი:
„გ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ცესკოსათვის 24 დეკემბრის მონაცემებით საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის გადაცემა.”
დ) მე-16 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესის დასრულება";
ე) მე-17 პუნქტს დაემატოს „ბ" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ბ) საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების გადაცემა";
ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. არა უგვიანეს 29 დეკემბრისა (6 დღე):
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ცესკოსათვის შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის გადაცემა".
ზ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. არა უგვიანეს 3 იანვრისა (1 დღე):
ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა".
მუხლი III
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი IV
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი