მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.01.2023
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016393
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2023 წლის 27 იანვარი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge,) 30/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016389)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საშტატო ნუსხა
შტატის დასახელება
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
პოლიტიკური თანამდებობის პირები
საკრებულოს თავმჯდომარე
1
5000
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
4000
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
3267
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
2783
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
3
2530
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
9
1936
ჯამი:
21
პირველი რანგი(მაღალი მმართველობითი დონე)
საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი
1
2783
ჯამი:
1
მეორე რანგი(საშუალო მმართველობითი დონე)
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-საოქმო განყოფილების უფროსი
1
2420
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-საორგანიზაციო განყოფილების უფროსი
1
2420
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-პრესცენტრის განყოფილების უფროსი
1
2420
ჯამი:
3
მესამე რანგი-უფროსი სპეციალისტის დონე
საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
3
1815
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
1815
პრესცენტრის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
1815
ჯამი:
5
სულ საშტატო:
30
საკრებულოს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები
თანაშემწე
1
1936
სპეციალისტი
1
667
მძღოლი
1
1573
ჯამი:
3