📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2023
ძალის დაკარგვა 29.01.2024
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 443 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2023 მიღება
29.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,42 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №02 2023 წლის 27 იანვარი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №01 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016396 01/02/2022)  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე დანართი №1 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – ქარელის (შემდგომში – ქარელის) ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN= IMG x ITL x C x K, სადაც; ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის  ქარელის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქარელში ზონირება არ ხორციელდება); დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ქარელის მუნიციპალიტეტისათვის უდრის 20-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით   ქარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0,42 1 0,24 20 2,016 3. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,6048 ლარს. 4. დაბა აგარისთვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. 5. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია   ქარელისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,504 ლარს. 6. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.