1. საკრებულო  უფლებამოსილია საკრებულოს განკარგულებით მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შექმნას საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი, თემატური მოკვლევის ჯგუფი და სხვა)

2.  საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს შექმნის შესახებ განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს დასახელება, შექმნის მიზანი, შესასწავ; საკითხთა წრე და უფლებამოსილების ვადა

3. საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებში შეიძლება მოწვეულნი იქნენ როგორც საკრებულოს წევრები, ასევე შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები.

4. საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

თავი VIსაკრებულოს ფრაქც