1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.
2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ამ რეგლამენტით.
3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
4. საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი