ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2023
ძალაში შესვლა 01.04.2023
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2023
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.05.2022
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2023 წლის 30 იანვარი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 01.07.2022 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016341) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №14 დადგენილება.
3.
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 აპრილიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ადმინისტრაციული
სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, ადამიანური რესურსების მართვას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ახორციელებს დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებას. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს დამღა, ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება.
2. ადმინისტრაციული სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და ხელმძღვანელთა მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
3. ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია/იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი დიდაჭარის ქუჩა №23.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია-განყოფილებებია:
ა) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული/განყოფილება (შემდგომში „განყოფილება“) შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, სამსახურებრივი კარიერის გავლისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფას, მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
ე) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ვ) პრესრელიზების, სტატიების მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებპორტალის თემატურ გაძღოლას აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ფოტომომსახურების უზრუნველყოფას.
ზ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ი) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ლ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
მ) მერიის ადმინისტრაციული აქტების, მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ნ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის, მათი მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ო) მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
პ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ჟ) მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება;
რ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება; კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ს) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების (შემდგომში ,,განყოფილება“) ფუნქციებია:
1. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება
დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ)შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) უფლებამოსილებების ფარგლებში დოკუმენტების შესრულების კონტროლს
და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) დოკუმენტების დაგზავნას საჭიროებისამებრ;
ზ) საქმეთა მომზადებას და არქივისათვის ჩაბარებას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადოდ გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ნ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ო) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან, სამსახურის ხელმძღვანელსა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის, სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗.
მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები
მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების (შემდგომში „განყოფილება“) ფუნქციებია:
1. მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
გ) ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ვ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
თ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების/თანამშრომლობის განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ი) მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროში ჩართული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
კ) მუნიციპალიტეტის მიზნებიდან გამომდინარე ახალი პროექტების ინიცირებასა და კოორდინაციას;
ლ) ურთიერთობის კოორდინაციას თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;
მ) მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის მიღებას შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;
ნ) პრესრელიზების, სტატიების მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებპორტალის თემატურ გაძღოლას, აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ფოტომომსახურების უზრუნველყოფას;
ო) საზოგადოებასთან ურთიერთობას;
პ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან, სამსახურის ხელმძღვანელსა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის, სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების (შემდგომში ,,განყოფილება“) ფუნქციებია:
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მერიის ადმინისტრაციული აქტების, მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
დ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
თ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და პროექტების მომზადება.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან, სამსახურის ხელმძღვანელსა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის, სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების (შემდგომში ,,განყოფილება“) ფუნქციებია:
1. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა მუნიციპალიტეტის მერიის ამოცანების შესაბამისად;
ბ) თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
გ) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;
ე) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ვ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
ზ) თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება;
თ) თანამშრომლების მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემების შემუშავება/განახლება; ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების სისტემის ორგანიზება;
კ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;
ლ) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
ნ) თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
ო) მერიის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, შრომითი დისციპლინის და სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტების შემუშავება/განახლება;
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან, სამსახურის ხელმძღვანელსა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერის, სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური გადაცდომის და შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
კ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
ლ) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი;
მ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ო) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე დაქვემდებარებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას შესაბამისი მეთოდის მიხედვით;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
1. სამსახურის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (შემდგომში - სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას;
ბ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებში;
გ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით კონტროლს უწევს სამსახურის სტრუქტრული ქვედანაყოფების საქმიანობას;
დ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.
ვ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის, სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
კ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
ლ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
მუხლი 10🔗.
განყოფილების ხელმძღვანელი
1. განყოფილების ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის ხელმძღვანელს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მერის, სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე;
მ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე დაქვემდებარებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას შესაბამისი მეთოდის მიხედვით;
ზ) განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11🔗.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან კომფედენციალურობა და საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
ზ) მონაწილეობა მიიღონ მერიაში მოქმედი სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
მუხლი 12🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.