“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.14.011.006.232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 19/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.14.011.006.232

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №27

2003 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სს “ეი-ი-ეს თელასის” 2003 წლის 24 ნოემბრის №1-04/189, სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” 2003 წლის 25 ნოემბრის, სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 2003 წლის 11 ნოემბრის №202/03 და საზოგადოებრივი დამცველის 24 ნოემბრის №ს/26 მომართვების შესაბამისად, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” და “თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №88 15.08.2003 წ. მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-14I მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან.”

ბ) მე-14I მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში, სს “ეი-ი-ეს თელასის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით;”

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 14III მუხლი:

    “მუხლი 14III

1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”  აბონენტებისთვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;

3. 2003 წლის 30 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”  აბონენტებისთვის, გარდა ამ დადგენილების 14II მუხლით გათვალისწინებული აბონენტებისა, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით;

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პერიოდში ამ პუნქტებში მოცემული გამანაწილებელი ენერგოკომპანიების ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები, ამ დადგენილების მე-14II მუხლით დადგენილი ტარიფების გარდა, განისაზღვროს მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

 

 

 

ცხრილი №15

 

ძაბვების დასახელება

თეთრი/კვტსთ

1

2

3

 

1

 

 

 

2

 

 

 

 

35-110 კილოვოლტ ძაბვაზე შესყიდული ელექტროენერგიის განაწილებისათვის

380/220 ვოლტი (მოსახლეობა)

380/220 ვოლტი (მოსახლეობის გარდა)

6-10 კილოვოლტი

6-10 კილოვოლტ ძაბვაზე შესყიდული ელექტროენერგიის განაწილებისათვის

380/220 ვოლტი (მოსახლეობა)

380/220 ვოლტი (მოსახლეობის გარდა)

6-10 კილოვოლტი

 

2.853

3.186

1.436

 

2.273

2.606

0.856

 

ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული გამანაწილებელი ენერგოკომპანიების მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტების ტარიფები უცვლელია და განისაზღვრება ამ დადგენილების 1-6 მუხლების შესაბამისად.”

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე დ. მირცხულავა