ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2023 წლის 1 თებერვალი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ასპინძის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
3. ფინანსური დახმარება გაიცემა 2023 წელს სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე.
4. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „მასობრივი სპორტული სახეობების ხელშეწყობა“ (კოდი 05 01 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა
მუხლი 2🔗. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში და ქართულ ჭიდაობაში
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
2. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში - ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
3. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში - ახალგაზრდები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
4. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით.
5. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში - ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
6. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში - ახალგაზრდები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
7. სპორტსმენს, რომელიც ქართულ ჭიდაობაში მიიღებს „საქართველოს ფალავანი“-ს ტიტულს ან დაიკავებს საპრიზო ადგილს, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
მუხლი 3🔗. გუნდურ სახეობებში საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენის/გუნდის ფინანსური დახმარება
1. ფეხბურთი – მოყვარულთა ფეხბურთში რეგიონის ჩემპიონატში (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
2. ფეხბურთი – რეგიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
3. ფეხბურთი – საქართველოს ჩემპიონატში ან საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 3000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 2000 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი.
4. კალათბურთი – საქართველოს პირველობაზე კალათბურთში ან საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
5. რაგბი – საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატებში 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა სპორტსმენს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 400 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.
7. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატებში 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის გუნდის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
8. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“. უფროსი ასაკის ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცემათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი.
9. ამ მუხლით განსაზღვრული სპორტის სახეობაში ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთი ან მეტი პირველი / საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების ოდენობის 20 %.
მუხლი 4🔗. მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება
1. ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების მწვრთნელებს, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.
2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.
3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 5🔗. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში -საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 6🔗. ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.
დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონი“-ს გამარჯვებულ მოსწავლეებზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება“ ქვეპროგრამა „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, წარჩინებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, გასართობი და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება“ (კოდი 05 03 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.
უნივერსიტეტები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
შპს – კავკასიის უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი;
შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი;
შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი;
შპს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს –აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი: საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა), კერძოდ:
სასწავლო უნივერსიტეტები:
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
შპს – სასწავლო უნივერსიტეტი ”გეომედი”;
შპს – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
შპს – ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
შპს – აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
ე) ფინანსური დახმარება – ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება სემესტრულად და ინტელექტ - ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;
ვ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა
მუხლი 3🔗. წარმატებული სტუდენტების ფინანსური დახმარება
1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო განვლილი სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 4🔗. საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატის „ეტალონი“ გამარჯვებულის ფინანსური დახმარება
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა საქართველოს მასშტაბით გაიმართულ ინტელექტ - ჩემპიონატის „ეტალონი“ ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ იმ ასპინძელი ,,ეტალონი“ მოსწავლეს, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილს, შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი ადგილი 500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი 300 ლარი;
გ) მესამე ადგილი 200 ლარი.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 5🔗. წარმატებული სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);
ვ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში - საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗. ფინანსური დახმარების გაცემა
1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაიცემა წარმატებული სტუდენტის მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე სემესტრულად, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.
2. წარმატებულ სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება გადაირიცხება სასწავლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერზე.
მუხლი 7🔗. ინტელექტ - ჩემპიონატის „ეტალონი“ ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულის მიერ ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ინტელექტ - ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ინტელექტ - ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინტელექტ - ჩემპიონატში „ეტალონი“ გამარჯვებულის პირადი ანგარიში - საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 8🔗. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.