⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 584 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2023 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
საგანმანათლებლო დაწესებულება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
მუხლი 2
სტუდენტი
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 2
წარჩინებული სტუდენტი
სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა
მუხლი 2
სტიპენდია
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა
მუხლი 2
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2023 წლის 31 იანვარი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი, დანართი 1-ისა და სერტიფიკატის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №21 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის  გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს. 2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით. 3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)   საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ)   წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა; დ) სტიპენდია – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა; ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით. მუხლი 3🔗. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗. წარჩინებული სტუდენტებისათვის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები 1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა; ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. 2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. 3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული). 4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2). მუხლი 5🔗. სტიპენდიის გაცემა 1. წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე; 2.  სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.