საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/02/1962

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ

შესაბამისად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულებისა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენების ან შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავს „დანაშაული სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ დაემატოს მუხლი 1021 შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1021. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა

საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო ან კოოპერაციული ორგანიზაციების კუთვნილი ტრაქტორების, ავტომობილების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანების დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა, რასაც მოჰყვა მათი გაფუჭება ან დამტვრევა, აგრეთვე ამ მანქანების კომპლექტის დაშლა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან თუ მას მოჰყვა დიდი ზარალი,  –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                            გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                            ზ. გელდიაშვილი

ქ. თბილისი, 1962 წლის 21 თებერვალი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.02.1962.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ“?
„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ“ მიღებულია 21.02.1962. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.1962 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ“, №-, 21.02.1962, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.1962). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5711674/