„ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება
1964 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
1. დაწესდეს, რომ ნადირობა, სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით და საშუალებებით, თუ ეს ჩადენილია პირველად, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 მანეთამდე, მთელი ნანადირევის და სანადირო იარაღის ჩამორთმევით მათი ღირებულების აუნაზღაურებლად.
იგივე ქმედობა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე, მთელი ნანადირევის და სანადირო იარაღის კონფისკაციით.
2. მასალებს იმ პირის მიმართ, რომელმაც დაუშვა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დარღვევა, განიხილავს მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ადმინისტრაციული კომისია.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის მეორე ნაწილის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით და საშუალებებით, თუ ეს ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე, მთელი ნანადირევის და სანადირო იარაღის კონფისკაციით“.
4. დაევალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დაადგინოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი ნაწილის შეფარდების წესი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1964 წლის 11 მარტი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.1964.
- როდის იქნა მიღებული „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“?
- „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ მიღებულია 11.03.1964. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 0000000.00(0).000.000000.
- სად არის „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.1964 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ნადირობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“, №0, 11.03.1964, სარეგისტრაციო კოდი 0000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.1964). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5712494/