შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს (ს/კ 205267584) ლიკვიდატორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (ს/კ 205267584)
ლიკვიდატორის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 29 ნოემბრის N481 განკარგულებით დაიწყო შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია ს“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია ს“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის №64, საკონტაქტო ტელ.: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი
გიორგი ნაროუშვილი