საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №4/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№4/2023
2023 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ე” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-18 მუხლის, 763 მუხლის მე-4 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების დადგენა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების ორგანიზებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს 73 საარჩევნო ოლქად ყოფს, მათ სახელწოდებებს, საზღვრებსა და ნომრებს, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებს ადგენს ცესკო განკარგულებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
მუხლი 2🔗.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების შექმნის ვადა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებს, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს ქმნის, აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №5/2023 განკარგულებისა და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განკარგულების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗.
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ვადა
ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა შეიტანოს ცვლილებები ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების საფუძველზე მიღებულ სამართლებრივ აქტებში.
მუხლი 4🔗.
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა
ცესკო ამ დადგენილებით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით.
მუხლი 5🔗.
საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნების ვადა
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 6🔗.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების გამართვა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე გამართულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი