საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №4/2023 |
|
2023 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ე” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-18 მუხლის, 763 მუხლის მე-4 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების დადგენა |
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების ორგანიზებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს 73 საარჩევნო ოლქად ყოფს, მათ სახელწოდებებს, საზღვრებსა და ნომრებს, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებს ადგენს ცესკო განკარგულებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. |
მუხლი 2.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების შექმნის ვადა |
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებს, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს ქმნის, აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №5/2023 განკარგულებისა და ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განკარგულების გათვალისწინებით. |
მუხლი 3.
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ვადა |
ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა შეიტანოს ცვლილებები ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების საფუძველზე მიღებულ სამართლებრივ აქტებში. |
მუხლი 4.
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა |
ცესკო ამ დადგენილებით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. |
მუხლი 5.
საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნების ვადა |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნის დღიდან. |
მუხლი 6.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების გამართვა |
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე გამართულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება. |
| მუხლი 7 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 8 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 06.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4/2023. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016658.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის, მათი სახელწოდებების, საზღვრებისა და ნომრების დადგენის საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“, №4/2023, 06.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016658 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5713248/