უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2023
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-63
სარეგისტრაციო კოდი 480000000.22.030.016264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-63
2023 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური
დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი
უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაში შედის:
ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში – ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის ჩამოყალიბება და წარმართვა; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტთან კოორდინაციით მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
ბ) უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ეროვნული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; თანამშრომლობითი უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობა; შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, ჰიბრიდული საფრთხეების და გამოწვევების ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა; კიბერუსაფრთხოების და კიბერდიპლომატიის თემატიკაზე მუშაობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია.
მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დირექტორატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და კოორდინირება;
ბ) სამინისტროში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;
დ) ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის წარმართვა და კოორდინაცია;
ე) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ვ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
ზ) ნატო-საქართველოს ერთობლივი პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
თ) ნატოს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ;
ი) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა;
კ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ლ) შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, ჰიბრიდული საფრთხეების და გამოწვევების ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;
ო) მედეგობის გაძლიერების, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ანალიზი და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ჟ) დირექტორატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მომუშავე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
რ) დირექტორატის კომპეტენციაში შემავალ თემატიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ს) კომპეტენციის ფარგლებში რიგი სახელმწიფო უწყების მხრიდან, საქართველოს მიერ შესაბამისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულების განსაზღვრის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
უ) ეუთოს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ” ვენის 1999 წლის დოკუმენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად;
ფ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ქ) დირექტორატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ყ) საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას დირექტორატის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა;
შ) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალის მომზადება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთის საქართველოს საჰაერო ტრანზიტის განხორციელებისათვის საჭირო დიპლომატიური უფლებამოსილების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დირექტორატი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დირექტორატის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დირექტორატის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიში დირექტორატის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დირექტორატის ფუნქციებსა და ამოცანებს;
ვ) განახორციელოს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინაცია;
ზ) განახორციელოს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ) სხვადასხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და მისი გამოყენებისათვის წინადადებების შემუშავება;
ი) ხელი შეუწყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს და ცნობიერების ამაღლებას;
კ) ითანამშრომლოს საქართველოში ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) წარმართოს ნატოში კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება;
მ) მოახდინოს შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. უზრუნველყოს ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა
1. დირექტორატს ხელმძღვანელობს დირექტორატის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. გენერალური დირექტორი:
ა) წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების დირექტორებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივნის ფუნქციებს;
ვ) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და ვიზიტში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების ერთ-ერთ დირექტორს, გენერალური დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.