⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.1998)

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მიღების თარიღი 14.06.1991
ძალის დაკარგვა 01.01.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,222 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.1991 მიღება
01.01.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ (ძალადაკარგულია - 28.10.1997, №1012) საქართველოს რესპუბლიკის კანონი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ თავი I. ძირითადი საფუძვლები მუხლი 1🔗. კანონის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე რესპუბლიკის მოქალაქეს ეძლევა აზრის თავისუფლების გამოხატვის უფლება. ყველა მოქალაქე თანასწორი უფლებამოსილებით სარგებლობს და ერთიანად პასუხისმგებელია კანონის წინაშე. ეს საფუძვლები განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურსა, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, რწმენის უფლებასა და სამხედრო მოვალეობას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს. მუხლი 2🔗. კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ (შემდგომში არასამხედრო სამსახური) კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ შედგება „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ‒ ეროვნული გვარდიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესის დროებითი დებულების“, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, რომლებიც გამოიცემა ზემოხსენებული კანონების საფუძველზე. მუხლი 3🔗. არასამხედრო სამსახურის შინაარსი არასამხედრო სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის საყოველთაო სამხედრო სამსახურს და ეყრდნობა საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის დასაბუთებულ მოტივაციას სინდისის, რწმენის თავისუფლების საფუძველზე. ის არ ატარებს დასჯის ხასიათს. არასამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდება დაუშვებელია. არასამხედრო სამსახური თავისი ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურში არსებულ სიძნელეებს. მისი ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა. არასამხედრო სამსახურში გაწვევას აწარმოებენ საქართველოს რესპუბლიკის რაიონებში (ქალაქებში) არსებული გამწვევი კომისიები საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დამთავრების შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. მოქალაქეები, რომლებიც გადიან არასამხედრო სამსახურს და მათი ოჯახები სარგებლობენ საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესებული შეღავათებით. არასამხედრო მოსამსახურის ვადა მოქალაქეს ეთვლება საერთო და სპეციალურ შრომით სტაჟში. მის სოციალურ დაცვას არასამხედრო სამსახურში ყოფნისას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობა. მუხლი 4🔗. არასამხედრო სამსახურში გასაგზავნი პირები არასამხედრო სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიგზავნებიან ის პირები, რომლებსაც ეხებათ საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, მაგრამ სინდისის თავისუფლების საფუძველზე უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე და წარმოადგენენ მიზეზის დამადასტურებელ საბუთებს. უთანხმოებები ამ საკითხში წყდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 5🔗. არასამხედრო სამსახურის შრომის სახეობები და მისი გავლის ადგილები მოქალაქეებს არასამხედრო სამსახურში შეუძლიათ გაიარონ სპეციალიზებულ ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად: – ავარიულ მაშველ, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ ფორმირებებში; – სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებისა და ობიექტებზე; – ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას; – ქარხნებში ან ფაბრიკებში; – კომუნალური სამსახურის დაწესებულებებში; – ჯანდაცვის დაწესებულებებში და სხვა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეები, რომლებიც გადიან არასამხედრო სამსახურს, შეიძლება გამოყენებული იქნენ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისათვის, სეზონურ სამუშაოებზე მოსავლის აღების დროს და სხვა სამუშაოებზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქეებმა არასამხედრო სამსახური უნდა გაიარონ, ადგნენ სათანადო რესპუბლიკური ორგანოები მოთხოვნილებების მიხედვით. გამორიცხული უნდა იყოს კონკურენცია მოსახლეობის შრომით მოწყობასთან. მოქალაქეს ხელზე ეძლევა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია შრომის სახეობა და ადგილი, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო სამსახური. მუხლი 6🔗. არასამხედრო სამსახურის გავლის ვადა არასამხედრო სამსახურის გავლის ვადად დაწესდეს 36 თვე (უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის ‒ 30 თვე). არასამხედრო სამსახურის ვადის დასაწყისად ჩაითვალოს გაწვევის ადგილიდან მიღებულ საბუთში ნაჩვენები გაწვევის თარიღი. ამ თარიღიდან მოქალაქეს ეკისრება პასუხისმგებლობა არასამხედრო სამსახურისაგან თავის არიდებისათვის. თავი II. სამხედრო სამსახურის არასამხედრო სამსახურით  შეცვლის თანმიმდევრობა მუხლი 7🔗. განცხადება სავალდებულო სამხედრო სამსახურის არასამხედრო სამსახურით შეცვლის შესახებ მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და აქვს მოტივირებული მიზეზი არ გაიაროს სამხედრო სამსახური, გაწვევამდე ექვსი თვით ადრე განცხადებით მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას. მუხლი 8🔗. განცხადების განხილვა გამწვევი კომისიის მიერ რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია შეისწავლის წვევამდელის პირად საქმეს, მოუსმენს მოწმეებს, მოიძიებს მასალებს, რომლებიც დაადასტურებენ წვევამდელის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისწორეს. განმცხადებელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში განიხილოს განცხადება და თავისი გადაწყვეტილება გააცნოს განმცხადებელს, რომელიც ამას დაადასტურებს პირადი ხელმოწერით. თუ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა დამატებითი მასალების მოძიება სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანოებიდან, განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს 2 თვემდე. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს მის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით (სხდომას უნდა ესწრებოდეს კომისიის წევრების არანაკლებ 2/3). თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ის ჩაირიცხება არასამხედრო სამსახურში. მუხლი 9🔗. სადავო საკითხების გადაწყვეტა პირს, რომელსაც უარი უთხრეს არასამხედრო სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს ადგილობრივი გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არასამხედრო სამსახურის ორგანიზაცია და მისი კონტროლი ევალება საქართველოს მთავრობასთან არსებულ რესპუბლიკის გამწვევ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია რესპუბლიკის მთავრობის წინაშე. თავი III. არასამხედრო სამსახურის გავლა მუხლი 10🔗. მოქალაქეების გაგზავნა არასამხედრო სამსახურში რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია წვევამდელს აფორმებს და აძლევს გაწვევის ფურცელს, სადაც აღნიშნული უნდა იყოს არასამხედრო სამსახურის გავლის ადგილი და იქ გამოცხადების თარიღი. მოქალაქეები, რომლებიც გადიან არასამხედრო სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაგზავნილ იქნენ შესაბამის სასწავლებლებში. სწავლის დრო მათ ეთვლება არასამხედრო სამსახურად. ადმინისტრაციას არა აქვთ უფლება უარი უთხრას მიღებაზე მოქალაქეს, რომელიც საწარმოში გამოცხადდა გამწვევი კომისიის მიერ გაცემული გაწვევით საბუთით. თუ საწარმოს ადმინისტრაცია არ ეთანხმება გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას უნდა მიმართოს რესპუბლიკის გამწვევ კომისიას. მუხლი 11🔗. არასამხედრო სამსახურის გავლის წესი არასამხედრო სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილებებით. მუხლი 12🔗. იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც გადიან არასამხედრო სამსახურს მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, სარგებლობს რესპუბლიკის კონსტიტუციით დაკანონებული ყველა უფლებით. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, სარგებლობს რესპუბლიკის კონსტიტუციით დაკანონებული ყველა უფლებით. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, უნდა დაკმაყოფილდეს ბინით, უფასო სპეციალური ტანსაცმლით ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფნი. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, არა აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელ ან მატერიალურად პასუხსაგებ თანამდებობაზე, აწარმოოს კერძო საქმიანობა, მოსთხოვოს ადმინისტრაციას უფრო მაღალი ხელფასით დაკმაყოფილება, მონაწილეობდეს გაფიცვებსა და მიტინგებში. ადმინისტრაციას არა აქვს უფლება გაათავისუფლოს ან გადაიყვანოს იგი სხვა სამსახურში, თუ ეს ადმინისტრაციის მიერ შეთანხმებული არ არის რესპუბლიკის გამწვევ კომისიასთან. მუხლი 13🔗. არასამხედრო სამსახურში მყოფ მოქალაქეთა შენახვისათვის საჭირო ხარჯები მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, სახელმწიფოს კმაყოფაზეა. რესპუბლიკის გამწვევი კომისია არასამხედრო სამსახურში მყოფი მოქალაქეების გამოყენების თაობაზე დებს ხელშეკრულებას საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და უწყებებთან. რესპუბლიკის მთავრობა ადგენს ხარჯთაღრიცხვას არასამხედრო სამსახურში მყოფი ერთი მოქალაქისათვის და ხარჯების რაოდენობას, რაც მას შრომის ასანაზღაურებლად ხელზე უნდა მიეცეს. მუხლი 14🔗. მოქალაქის პასუხისმგებლობა არასამხედრო სამსახურის გავლის დროს მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, პასუხს აგებს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონების მიხედვით. მასზე ვრცელდება კანონები, რომლებიც ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურში და თადარიგში მყოფთ. მუხლი 15🔗. პასუხისმგებლობა არასამხედრო სამსახურისაგან თავის არიდებისათვის არასამხედრო სამსახურისაგან თავის არიდება, სამსახურის შეწყვეტა, სამუშაო ადგილის მიტოვება საპატიო მიზეზის გარეშე, გაცდენა ან არგამოცხადება არასამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშვნის, მივლინებაში გაგზავნის, შვებულებიდან ან საავადმყოფოდან დაბრუნების დროს (შვებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 დღე-ღამეს წელიწადში ერთხელ) ისჯება გაცდენილი დღეების გაორმაგებით. ამ გადაწყვეტილების მიღების და გაფორმების უფლება აქვს იმ საწარმოს ან ორგანიზაციის ადმინისტრაციას, სადაც მოქალაქე გადის არასამხედრო სამსახურს. იგივე ქმედება ან არასამხედრო სამსახურის გასავლელად წაუსვლელობა, რაც გაგრძელდება 10 დღე-ღამეზე მეტ ხანს, ან ჩადენილია მეორედ 1 წლის განმავლობაში და აღემატება საერთო ჯამში 6 დღე-ღამეს, ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შრომითი დისციპლინის სისტემატური დარღვევისათვის, უყაირათო მუშაობისათვის, მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებისათვის ადმინისტრაციას შეუძლია მოქალაქეს არასამხედრო სამსახურის ვადა გაუხანგრძლივოს 3 თვით. არასამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის სიმულაციით (მოგონებით), ყალბი დოკუმენტების წარდგენით, სიცრუით ან არასამხედრო სამსახურის გავლენაზე უარის თქმა იწვევს იმავე სასჯელს, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავის არიდებისათვის არის დადგენილი. მუხლი 16🔗. არასამხედრო სამსახურის დამთავრება ან ვადამდე ადრე შეწყვეტა მოქალაქეები, რომლებსაც გაუვიდათ არასამხედრო სამსახურისათვის დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდებიან და ჩაირიცხებიან არასამხედრო სამსახურის თადარიგში. ისინი ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში გამოცხადდნენ შესაბამისი რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიაში აღრიცხვაზე დასადგომად. ამის შემდეგ გამწვევი  კომისიის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი სამხედრო ბილეთში. მოქალქე, რომელიც გადის არასამხედრო სამსახურს, შესაძლებელია ვადაზე ადრე იქნეს დათხოვნილი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ვადაზე ადრე ითხოვენ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, ან შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს არასამხედრო სამსახურიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში პირადი განცხადების საფუძველზე გაწვევიდან 1 წლის განმავლობაში. არასამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო სამსახურის უკვე გავლილი ვადა სამხედრო სამსახურად არ ჩაითვლება მუხლი 17🔗. სამსახური თადარიგში მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო სამსახური, თადარიგში ირიცხება 50 წლის ასაკამდე. თადარიგში ყოფნის დროს პიროვნება გადის სამედიცინო შემოწმებას წელიწადში ერთხელ. არასამხედრო სამსახურის თადარიგში მყოფი მოქალაქეები მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია გამოძახებულ იქნენ შეკრებებზე არაუმეტეს 3 თვის ვადისა. თადარიგში ყოფნის დროს შეკრების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                                   ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 14 ივნისი