1. საჯარო შესყიდვა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
ა) საჯარო შესყიდვისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ეფექტიანად და რაციონალურად ხარჯვა;
ბ) ღიაობა და გამჭვირვალობა;
გ) არადისკრიმინაციულობა და თანასწორი მოპყრობა;
დ) პროპორციულობა;
ე) საჯარო შესყიდვის საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება;
ვ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით განახორციელო