1. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და განახორციელოს აგრეგირებული საჯარო შესყიდვები.

2. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებია:

ა) ჩარჩოშეთანხმება;

ბ) დინამიკური შესყიდვის სისტემა;

გ) ელექტრონული რევერსიული აუქციონი;

დ) ელექტრონული კატალოგი.

3. აგრეგირებული საჯარო შესყიდვებია:

ა) ცენტრალიზებული შესყიდვა;

ბ) ერთობლივი შესყიდვა.

4. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებისა და აგრეგირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანები