„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-4 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე.

3. განმეორებითი ძალადობის რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა.

4. ორდერი გამოიცემა 1 თვის (30 დღე) ვადით, თუ სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, ხოლო სხვა შემთხვევაში, ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

შემაკავებელი ორდერი №000000

1. შემაკავებელი ორდერის (შემდგომ − ორდერი) გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

__________________________________________________________________________________

2. ორდერის შედგენის თარიღი, დრო (საათი, წუთი) და ადგილი

__________________________________________________________________________________

3. ორდერის შედგენის საფუძველი

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(კონკრეტულად, რაში გამოიხატა ძალადობა)

4. ორდერის მოქმედების ვადა

_________________________________________________________________________________

5. მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი

_________________________________________________________________________________

6. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

7. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი):

ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური;
დ) სექსუალური; ე) იძულება; ვ) უგულებელყოფა.

8. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ორდერით მოძალადეს განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები (შემოხაზეთ):

ა) მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;

ბ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

გ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით;

ე) მოძალადეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

ვ) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

ზ) მოძალადეს შეეზღუდოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

__________________________________________________________________________________

(იარაღის შეზღუდვის არსი)

თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) და შენახულ იქნეს კანონით დადგენილი წესით;

ი) მოძალადეს აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვისა და ლიცენზიის მოპოვება;

კ) მოძალადის მიმართ განხორციელდეს ელექტრონული ზედამხედველობა:

დიახ არა არა, მსხვერპლის უარის საფუძველზე

ლ) მოძალადეს განესაზღვროს სხვა ვალდებულება/ვალდებულებები:

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(ვალდებულების არსი)

9. მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები (გაუსვით ხაზი):

ა) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი გარიდებულ იქნეს მოძალადისგან;

ბ) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი მოთავსდეს თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში;

გ) მოძალადე გარიდებულ იქნეს მსხვერპლისგან;

დ) სხვა ღონისძიება:

__________________________________________________________________________________

(სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია მსხვერპლის დასაცავად)

10. ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

11. ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე.

12. ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში.

13. ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) ტერიტორიულ ორგანოს, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და მათ დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, თუ ორდერი ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას.

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება.

14. მსხვერპლს ან მოძალადეს უფლება აქვს ორდერი გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

__________________________________________________________________________________

(მოძალადის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

__________________________________________________________________________________

(მსხვერპლის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

_______________________________________________

(ორდერის შემდგენელი პირის ხელმოწერა)

ვესწრებოდი წარმომადგენელი_______________________________________________

(სხვა მონაწილის (თარჯიმანი, გარეშე პირი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი) ხელმოწერა)

დანართი №2

შემაკავებელი ორდერის ოქმი №000000

ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი -------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა -----------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ზოგადი ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის შესახებ

(გრაფები ივსება სავარაუდო ძალადობის შესახებ, რომელზეც განხორციელდა გამოძახება ან/და მომართვა)

შეტყობინების შემოსვლის დრო რიცხვი, თვე, წელი, საათი-------------------------------------------------
სავარაუდო ძალადობის თარიღი და ადგილი

რიცხვი, თვე, წელი, საათი-------------------------------------------------

(შენიშვნა: თუ არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, მიუთითეთ მიახლოებითი თარიღი)

ქალაქი/სოფელი: -----------------------------------------------------------

ქუჩა: -------------------------------------------------------------------------

კონკრეტული ადგილი (მაგ.: სახლი, ქუჩა და ა. შ.)

სავარაუდო ძალადობის ადგილზე გამოცხადების თარიღი რიცხვი, თვე, წელი, საათი: ------------------------------------------------
სავარაუდო ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვნ(ებ)ის თანდასწრებით

კი არა

არასრულწლოვანი მოწმ(ეებ)ის სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სავარაუდო ძალადობა განხორციელდა მოწმ(ეებ)ის თანდასწრებით

კი არა

მოწმ(ეებ)ის სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სავარაუდო ძალადობის ფაბულა (აღწერეთ რაში გამოიხატა)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მიუთითეთ, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგა ძალადობის ფაბულა)

შენიშვნა: ამ ოქმის მიზნებისთვის, ტერმინებში „მოძალადე“ და „მსხვერპლი“, შესაბამისად, იგულისხმება „სავარაუდო მოძალადე“ და „სავარაუდო მსხვერპლი“.

(მოძალადისა და მსხვერპლის სტატუსი განისაზღვრება შემაკავებელი ორდერით)

2. პირადი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ
სახელი, გვარი და პირადი ნომერი
სქესი

დაბადების თარიღი

(რიცხვი/თვე/წელი)

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი
განათლება
სამუშაო ადგილი/სასწავლებელი
ტელეფონის ნომერი
მსხვერპლი არის

სოციალურად დაუცველი ლგბტქი+ პირი შშმ პირი

სხვა ქვეყნის მოქალაქე მოქალაქეობის არმქონე პირი

(შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე პასუხის მონიშვნა)

3. პირადი ინფორმაცია მოძალადის შესახებ
სახელი, გვარი და პირადი ნომერი
სქესი

დაბადების თარიღი

(რიცხვი/თვე/წელი)

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი
განათლება
სამუშაო ადგილი/სასწავლებელი
ტელეფონის ნომერი
მოძალადე არის

სოციალურად დაუცველი ლგბტქი+ პირი შშმ პირი

სხვა ქვეყნის მოქალაქე მოქალაქეობის არმქონე პირი

(შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე პასუხის მონიშვნა)

4. მსხვერპლისა და მოძალადის კავშირი და სხვა ინფორმაცია
მსხვერპლი არის მოძალადის

ოჯახში ძალადობა

(მონიშნეთ პასუხი)

დედა მამა პაპა ბებია

მეუღლე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი შვილი (გერი)

მინდობით აღსაზრდელი

მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი) დედინაცვალი მამინაცვალი შვილიშვილი და ძმა მეუღლის მშობელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი) ყოფილი მეუღლე წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი მეურვე მზრუნველი მხარდამჭერი მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი მხარდაჭერის მიმღები პირი, რომელთანაც მუდმივად ეწევა/ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას

ქალთა მიმართ ძალადობა

გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით

(მონიშნეთ პასუხი)

ინტიმური პარტნიორი / ყოფილი ინტიმური პარტნიორი

არ არის ოჯახის წევრი, სხვა პირია

მოძალადე და მსხვერპლი ცხოვრობენ ერთად

კი არა

-------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------

მსხვერპლს აღენიშნება დაზიანებები

კი არა

დადებითი პასუხის შემთხვევაში, აღწერეთ დაზიანებები: --------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იმყოფება თუ არა მოძალადე ადგილზე

(ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია გამოცხადდა სავარაუდო ძალადობის ადგილზე)

კი არა

მიუთითეთ, ადგილზე არყოფნის მიზეზი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოძალადე იმყოფება ალკოჰოლური თრობის ქვეშ

(აღნიშნული ივსება ალკო-ტესტით შემოწმების შედეგების მიხედვით)

კი არა

ვერ ხდება შემოწმება

თავს არიდებს შემოწმებას

პოლიციის თანდასწრებით მოძალადე:

მსხვერპლს ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებით

მსხვერპლს ემუქრება სიცოცხლის მოსპობით

მსხვერპლს ემუქრება ქონების განადგურებით

მსხვერპლს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას

იმუქრება თვითდაზიანებით/თვითმკვლელობით

მიიყენა დაზიანება

იქცევა არაადეკვატურად

(შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე პასუხის მონიშვნა)

შენიშვნა: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ნებისმიერი ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის გარემოებების შესახებ, რის დაფიქსირებასაც პოლიციის თანამშრომელი მიიჩნევს მიზანშეწონილად).

5. მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
განმეორებითი ძალადობის რისკების განსასაზღვრად მსხვერპლს უნდა დაესვას შემდეგი კითხვები: კი

ივსება

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის

კი

არა

არ ვიცი/თავს

იკავებს

პასუხის გაცემისაგან

  1. ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს თქვენ შვილ(ებ)ს ან/და სხვა ახლობელს?

(დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ, რატომ ფიქრობს მსხვერპლი ამგვარად) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადეს თქვენს წინააღმდეგ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის, იარაღის დემონსტრირებით), დანა ან/და სხვა ნივთი/ნივთიერება (რომელსაც შეეძლო სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა) ან დაგმუქრებიათ მისი გამოყენებით ამჟამინდელი ან/და წარსული ინციდენტის დროს?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია? (მე-2 შეკითხვაზე დადებითი პასუხის არსებობის შემთხვევაში, იმავე ფაქტზე, აღარ ივსება აღნიშნული შეკითხვა)

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. ა) მოძალადე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ამყარებს კომუნიკაციას, ხშირად გიგზავნით შეტყობინებებს, აკონტროლებს თქვენს ადგილსამყოფელს, გადაადგილებას, ჩაცმულობას, მესამე პირებთან ურთიერთობას, გითვალთვალებთ, ცხადდება თქვენს საცხოვრებელ, სამუშაო ან სხვა ადგილსამყოფელთან და ა.შ., რაც თქვენთვის არის არასასურველი?

(გთხოვთ დეტალურად აღწეროთ რაში გამოიხატა აღნიშნული ქმედება)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია თუ არა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა, ან მისი შეცვლის რეალური საჭიროება შექმნა, მონიშნეთ შესაბამისი პასუხი:

დიახ

არა

(„დიახ“ პასუხის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ რაში გამოიხატა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5

0 0
  1. მოძალადეს განუხორციელებია თვითმკვლელობის მცდელობა ან დაგმუქრებიათ, რომ თვითმკვლელობას ჩაიდენდა?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მსხვერპლთან ერთად ცხოვრობს არასრულწლოვანი?

(რამდენი და რა ასაკის? თუ რომელიმე მოძალადის არაბიოლოგიური შვილია, მიუთითეთ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადე მიდრეკილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისკენ ან/და აზარტული თამაშებისადმი?

(შენიშვნა: გაუსვით ხაზი ყველა მათგანს, რომელიც სახეზეა)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადეს აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადეს ხელი მიუწვდება მის ან მესამე პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღზე?

(მიუთითეთ, რატომ ფიქრობს ასე) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადემ შეგიზღუდათ შრომის უფლება ან შეგიზღუდათ წვდომა საკუთრებაზე, თანხაზე, საკვებზე ან/და ოჯახში არსებულ სხვა რესურსებზე?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატება შეზღუდვა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადე უგულებელყოფს არასრულწლოვნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს (ბავშვს არ იცავს საფრთხისაგან, ბავშვი არ დადის სკოლაში, არ აქვს ასაკის შესაბამისი დოკუმენტაცია, არ უზრუნველყოფს აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით, ჰიგიენის დაცვით, საკვებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, არ ასრულებს მშობლისათვის დაკისრებულ სხვა მოვალეობას)

(მიუთითეთ, რაში გამოიხატება უგულებელყოფა) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შენიშვნა: ივსება, როდესაც მსხვერპლი არის არასრულწლოვანი)

3 0 0
  1. მოძალადემ მოგაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაგაშანტაჟათ ან/და დაგამცირათ?

(მიუთითეთ, რა სიხშირით და რაში გამოიხატა)---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადემ თქვენ მიმართ ორსულობის დროს ფიზიკურად იძალადა?

(მიუთითეთ, როდის განხორციელდა ძალადობა და რაში გამოიხატა იგი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადემ გადაგიკეტათ სასუნთქი გზები/შეეცადა თქვენს გაგუდვას?

(მიუთითეთ, როდის განხორციელდა ძალადობა და რაში გამოიხატა იგი)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადემ თქვენზე ფიზიკურად იძალადა?

(ეს კითხვა ივსება იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი უთითებს მე-13 და მე-14 კითხვებისგან განსხვავებულ ფაქტებზე.)

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადემ გაიძულათ ან/და თქვენ მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადემ დაგაშინათ ან/და ზემოქმედება მოახდინა, მაშინ, როდესაც ცდილობდით ურთიერთობის გაწყვეტას, წასვლას, დახმარების მიღებას ან ახლობელთან შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ საუბარს?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადემ ოჯახის წევრის მხარდაჭერით განახორციელა ძალადობა?

(მიუთითეთ, რაში გამოიხატა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0

ვადასტურებ ჩემ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: -------------------------------------------------------------

(მსხვერპლის ხელმოწერა)

ვესწრებოდი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სხვა მონაწილის (თარჯიმანი, გარეშე პირი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი) ხელმოწერა)

6. ძალადობის ფორმა

ფიზიკური ფსიქოლოგიური ეკონომიკური

სექსუალური იძულება

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა

ძალადობისას იკვეთება გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი

შენიშვნა: შესაძლებელია რამდენიმე პასუხის მონიშვნა

7. პირველადი ინფორმაცია მოძალადის წარსულის შესახებ
აღნიშნულ ინფორმაციას პოლიციის თანამშრომელი ასახავს შევსების დროს საინფორმაციო ბაზებში არსებული მონაცემების საფუძველზე კი

ივსება ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის

კი

არა ვერ დგინდება
  1. მოძალადის მიმართ იყო/არის გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ამავე ან სხვა მსხვერპლის მიმართ (გაუსვით ხაზი).

(მიეთითოს ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ (მაგ.: გამოცემულია ორდერი 2022 წლის 14 მარტს)) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. ფიქსირდება თუ არა მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის შესახებ ინფორმაცია

(მიეთითოს ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ (დარღვევის სახე და თარიღი. მაგ.: 2022 წლის 1 იანვარს მოძალადე გამოცხადდა მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე)) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადის მხრიდან წარსულში ფიქსირდება ოჯახური ან სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტები?

(მე-20 შეკითხვაზე დადებითი პასუხის არსებობის შემთხვევაში, იმავე ფაქტზე, აღარ ივსება აღნიშნული შეკითხვა)

(მიეთითოს ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ (თარიღი და დანაშაულის სახე, მაგ.: მოძალადეს 2022 წელს უფიქსირდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული − ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0
  1. მოძალადეს რეგისტრირებული აქვს იარაღი.

(მიეთითოს ინფორმაცია იარაღის შესახებ)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 0 0
  1. მოძალადის მიმართ დაწესებული იყო ელექტრონული ზედამხედველობა.

(მიეთითოს ინფორმაცია იარაღის შესახებ)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5 0 0

შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება:

გამოიცეს შემაკავებელი ორდერი1 (შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 5 (ხუთი);

არ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი;

შემაკავებელი ორდერი გამოიცა სისხლის სამართლის № ________________________ საქმეზე გამოძიების დაწყების/მიმდინარეობის პროცესში.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება:

შემაკავებელი ორდერის შემდგენელის გადაწყვეტილებით, დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მსხვერპლი აცხადებს თანხმობას და ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე (მსხვერპლის პოზიცია ფიქსირდება დანართი №3-ზე ხელმოწერით);

შემაკავებელი ორდერის შემდგენელის გადაწყვეტილებით, არ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი თანახმაა და ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15-მდე (მსხვერპლის პოზიცია ფიქსირდება დანართი №3-ზე ხელმოწერით);

დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა (მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას (მსხვერპლის პოზიცია ფიქსირდება დანართი №3-ზე ხელმოწერით));

ელექტრონული ზედამხედველობა არ განხორციელდეს ქულათა არასაკმარისი (10-ზე ნაკლები) რაოდენობის გამო;

მსხვერპლის თანხმობის არარსებობის გამო, არ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა (მსხვერპლის პოზიცია ფიქსირდება დანართი №3-ზე ხელმოწერით).

შენიშვნა:

  • იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა საკმარისია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის, მსხვერპლის პოზიციის დასაფიქსირებლად, სავალდებულოა დანართი №3-ის შევსება;

  • ელექტრონული ზედამხედველობა შეჩერდება, თუ მოძალადე დაკავებულია.

ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა ---------------------------------------

(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერით დამოწმებული ოქმის ასლი წარედგინება ზედამხედველ პროკურორს)