„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.164.016472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 7 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 ივლისის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/07/2018 წ., 200230000.35.164.016327), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი



დანართი №1

ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მისი დადგენის მომენტისთვის მოქმედი კანონების შესაბამისად, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების, მათ შორის საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების, კაპიტალური და/ან ფინანსირების ხარჯების საფუძველზე, სუბსიდირების შესაძლებლობების გათვალისწინებით და მომსახურების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პრინციპის დაცვით.

3. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გამოყენებულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) (ოპერატორი) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის – მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისათვის  საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს, რომელიც ირიცხება  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას და განთავსებას.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს და გულისხმობს  ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდას და ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებას.

4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს  ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას.

მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები

ინსტრუქციის მიღების სამართლებრივი საფუძველია  საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21  დეკემბრის №53 განკარგულება.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი,  რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის მუნიციპალურ ნარჩენს (ნარჩენის წარმომქმნელი).

მუხლი 5.  მოსაკრებლის გაანგარიშების საფუძვლები

1. მოსაკრებლის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაწეული მომსახურების კატეგორიები და მომსახურების მიმღები.

2. გასაწევი მომსახურება მოიცავს ტერიტორიის დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას.

3. მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს მოსახლეობა, კომერციული და სამრეწველო ობიექტები.

4. ისეთი ნარჩენების მართვა, რომელიც არ მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ხდება ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, „ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების მეთოდოლოგიის“  საფუძველზე. 

5. მოსაკრებელი გაიანგარიშება  მოსახლეობისათვის  სულადობის  მიხედვით, ხოლო  იურიდიული პირების, ორგანიზაციების,  დაწესებულებების და  ინდ. მეწარმეებისათვის –  დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის  ან/და  ნარჩენების  დაგროვების  ნორმის,  ნარჩენების  სახეობის  მიხედვით, ინდივიდუალური ან საერთო სარგებლობის ურნებით სარგებლობის გათვალისწინებით.

მუხლი 6. მოსაკრებლის განაკვეთი

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად,  ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

1.2.  მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის  მებრძოლი პირები და  დაღუპულთა ოჯახები;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი  პირები;

 გ)  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.

2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დადგენილი დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი დანახარჯის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირების საფუძველზე.

3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეთათვის, ინდივიდუალური ურნებით მომსახურების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

4. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

მუხლი 7. მოსაკრებლის  გადახდის წესი

1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.

4. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება მუნიციპალური ნარჩენები.

6. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. მოსაკრებელის გადახდა  ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის განხორციელდება ხელშეკრულების (დანართი №2-ის) საფუძველზე.

8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).

9. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

10. თუ წინასწარგადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

11. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.

12. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები

1. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი სამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტს.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე/ მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. მოსაკრებელი არ დაერიცხება  საწარმოებს, ორგანიზაციებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

მუხლი 10. ზედამხედველობა და დავების გადაწყვეტა

1. ნარჩენების შეგროვების პროცესის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს ყვარლის მუნიციპლიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახური.

2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (დანართი №2) და ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ოპერატორსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

გასული წლების დანახარჯები

 

 

 

 

 

მომსახურების ძირითადი სახე

სამუშაო ძალა

ავტომანქა-ნებისა და აღჭურვი

ლობის საექსპლუ-ატაციო ხარჯები

სახარჯი მასა

ლები

იჯარის ან ქირის გადასახადი

საკონტრაქტო მომსახურება

სესხის და

ფარვა

ცვეთა და/ან   სესხის ძირის და

ფარვის, პროცენტის გადახდა და რეკაპიტალიზაცია

დაუხარისხებელი ხარ ჯები

სულ

 

ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება (პარკები და სხვ.)

              197,700

              140,000

              120,500

 

 

 

 

 

458,200

 

ნარჩენების შეგროვება

              440,320

              340,000

 

 

 

 

 

 

780,320

 

ნარჩენების განთავსება

 

 

 

 

  

 

 

 

0

 

ნარჩენების გადამუშავება

 

 

 

 

  

 

  

 

0

 

სულ

638,020

480,000

120,500

0

0

0

0

0

1,238,520

 

 

დანახარჯების განაწილება მიწოდებული მომსახურების საფუძველზე

მომსახურების სახე

დანახარჯების

პროგნოზირების საფუძველი

გასული წლების

რეალური დანახარჯები*

პროგნო

ზირებული დანახარჯი

ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

458,200

990,000

 

 

 

 

ნარჩენების შეგროვება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

780,320

550,000

 

 

 

 

ნარჩენების განთავსება (ნაგავსაყრელის ოპერირების ხარჯი)

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის.

0

0

 

 

 

 

ნარჩენების გადამუშავება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

0

0

სულ

1,238,520

1,540,000

 

შეგროვების დანახარჯების განაწილება მომხმარებლების ტიპების მიხედვით

მომსახურების სახე

პროგნოზირებული დანახარჯი მყარი

ნარჩენების მართვის გეგმიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მთლიანი პროგ

ნოზირებული დანახარჯი

ნარჩენების შეგროვება

არ არის ცნობილი

550,000

საყოფაცხოვრებო

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

70%

385,000

 

 

 

კომერციული

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

10%

55,000

 

 

 

სამრეწველო

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

20%

110,000

 

 

 

ნარჩენების გადამუშავება (რეციკლირება)

მომსახურება არ წარმოებს

0

სულ

550,000

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

ხარჯების განაწილება – მომსახურების ტიპის მიხედვით

გასანაწილებელი თანხა

385,000

მომსახურების სახე

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხის % წილი

კარდაკარ

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

10%

 

38,500

საერთო კონტეინერები

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

90%

346,500.00

ბუნკერები

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

0%

0.00

სულ

385,000

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

ხარჯების განაწილება – მომსახურების ტიპის მიხედვით

გასანაწილებელი თანხა

          55,000

ნარჩენების შეგროვება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხა

ინდივიდუალური მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

0%

სულ

0

საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

100%

სულ

     55,000.00

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

 

 

ხარჯების განაწილება – მომსახურების ტიპის მიხედვით

 

 

გასანაწილებელი თანხა

         110,000

 

 

ნარჩენების შეგროვება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხა

 

 

ინდივიდუალური მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

10%

 

 

სულ

11,000

 

 

საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

90%

 

 

სულ

      99,000.00

 

 

ხარჯების განაწილება – მყარი ნარჩენების განთავსება

 

გასანაწილებელი თანხა

0

 

 

 

მომსახურების კატეგორია

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხის % წილი

განაწილებული თანხა

 

საყოფაცხოვრებო

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

60%

0

 

 

 

 

კომერციული

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

10%

0

 

 

 

სამრეწველო

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

30%

0

 

 

 

სულ

0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასუფთავების მომსახურება

მომსახურების მომხმარებლები

რაოდენობა

ადამიანები ან ბიზნეს

ობიექტები

მოსახლეობის რაოდენობა

                                            41,763

უზრუნველყოფილია ნარჩენების განთავსების მომსახურებით

                                            41,738

არ არის უზრუნველყოფილი ნარჩენების განთავსების მომსახურებით

                                                    25

კომერციული ობიექტები

                                                    40

სამრეწველო ობიექტები

                                                    20

 

დასუფთავების მომსახურება

მომსახურება

რაოდენობა

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი

თვეში ერთ სულზე საჭირო ტარიფი

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

განაწილების საფუძველი

 

990,000

 

 

მთელი მოსახლეობა

41,763

 

0.70

 

უზრუნველყოფილია შეგროვების მომსახურებით

41,738

 

0.70

 

არ არის უზრუნველყოფილი შეგროვების მომსახურებით

25

 

3,300.00

 

 

 

 

 

 

შეგროვების მომსახურება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

385,000

 

 

 

მომსახურება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული დანახარჯი

 დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ სულზე 

კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

კარდაკარ

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

38500

0.64

3/ერთ სულზე 12/ოჯახზე

საერთო კონტეინერები

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

346500

0.79

3/ერთ სულზე 12/ოჯახზე

ბუნკერები

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

0

 

3/ერთ სულზე 12/ოჯახზე

 

 

 

 

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

55,000

 

 

 

მომსახურება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული დანახარჯი

დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ ბიზნესზე

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

ინდივიდუალური

კომერციული ობიექტების რაოდენობა რომელიც იღებენ საბაზისო მომსახურებას

0

 

25.0/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

ყოველი დამატებითი ურნის ტარიფი


ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დამატებით ურნის დადგმისა და დაცლის საორიენტაციო დანახარჯის საფუძველზე, რომელიც შეადგენს ძირითადი მომსახურების ტარიფის პროცენტულ წილს

100%

 

 

საერთო კონტეინერები

 კომერციული ობიექტების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ისეთ შენობებში, სადაც კარდაკარ მომსახურება არ ვრცელდება

55,000

8.33

25 /იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

 

 

 

 

 

სამრეწველო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

110,000

 

 

 

 

დანახარჯების განაწილების საფუძველი

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი

ტარიფები

ტარიფის შეზღუდვები

ინდივიდუალური

კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი

11,000

18.33333333

25.0/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

საერთო კონტეინერები

კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი

99,000

165.00

25.0/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

 

 

 

 

 

ნარჩენების განთავსების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

გასანაწილებელი თანხა

0

 

 

 

მომხმარებელთა კლასიფიკაცია

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები

დანახარჯების განაწილების საფუძველი

შემოთავაზებული თვიური ტარიფი

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

საყოფაცხოვრებო

0

მომსახურების მიმღები მოსახლეობა

0.00

ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12  ერთ ოჯახზე/თვეში

კომერციული

0

ბიზნესის რაოდენობა და ტიპი

0.00

ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთ ბიზნესზე/თვეში

 

 

 

 

 

სამრეწველო

0

კონტრაქტები

0

დანახარჯის სრული ანაზღაურება

სულ

0

 

 

 

 

შეგროვების მომსახურების მომხმარებლები

 

მომხმარებლები

მომხმარებელთა რაოდენობა

 

 

 

საყოფაცხოვრებო

 

 

კარდაკარ

5000

 

საერთო კონტეინერები

36,738

 

ბუნკერები

0

 

 სულ

41,738

 

კომერციული

 

 

ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)

0

 

საბაზისო სტანდარტული მომსახურება (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

0

 

დამატებითი კონტეინერი (ურნების რაოდენობა (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

0

 

საერთო კონტეინერები (ურნების რაოდენობა (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

550

 

სულ

550

 

სამრეწველო

 

 

ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)

50

 

საერთო კონტეინერები (ურნების რაოდენობა)

0

 

სულ

50

 

 

ტარიფები

 

მომხმარებლის ტიპი

მომხმარებლის რაოდენობა

ჯამური ყოველთვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება) მომსახურების საფასურიდან გამომდინარე

ტარიფის მაქსიმალური ზღვარი

შეთავაზებული
 ტარიფი

 

 

მუნიციპალიტეტი

 

 

 

დასუფთავება

41,763

0.70

სრული ამოღება

0.70

 

საყოფაცხოვრებო

41,738

 

 

 

 

კარდაკარ

5,000

0.70

 

0.70

 

საერთო კონტეინერები

36,738

0.70

3.00

0.70

 

ბუნკერები

0

0.00

3.00

0.00

 

კომერციული

 

 

 

 

 

ინდივიდუალური (1მ3 ნარჩენზე)

0

0.00

25.00

0.00

 

დამატებითი ურნები (1მ3 ნარჩენზე)

0

0.00

 

 

 

საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)

550

8.33

25.00

8.33

 

სამრეწველო

 

 

 

 

 

ინდივიდუალური (ფიქსირებული მოსაკრებელი)

50

18.33

25.00

18.33

 

საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)

0

165.00

25.00

25.00

 

 

შემოსავლები

 

მომხმარებლის ტიპი

მომხმა

რებელთა რაოდენობა

მთლიანი თვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება)

ტარიფის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა

მოსაკრებ

ლების ამოღების მაჩვენებელი %

მთლიანი პროგნოზირებული შემოსავალი მოსაკრებლის ამოღების შერჩეული მაჩვენებლის პირობებში

მთლიანი დანახარჯი

საჭირო სუბსი

დირება

 

 

მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

დასუფთავება 

41,763

0.70

სრული ანაზღაურება

100%

350,599

990,000

-639,401

 

საყოფაცხოვრებო

41,738

 

 

 

 

 

 

 

კარდაკარ

5,000

0.70

მომსახურება არ არსებობს

100%

42,000.00

38,500

3,500.00

 

ნარჩენების საერთო კონტეინერები

36,738

0.70

3 /სულზე

100%

308,599

346,500

-37,900.80

 

ნარჩენების ბუნკერები

0

0.00

3 /სულზე

100%

0

0.00

0

 

სულ

350,599

385,000

34,401

 

კომერციული

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

0

0.00

25

100%

0

0

0

 

დამატებითი ურნები

0

0.00

 

 

0

0

0

 

საერთო კონტეინერები

550

8.33

25

100%

55,000

55,000

0

 

სულ

55,000

55,000

0

 

სამრეწველო

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

50

18.33

25

100%

11,000

11,000

0

 

საერთო კონტეინერები

0

165.00

25

100%

0

99,000

-99,000

 

სულ

0

110,000

110,000

 

 

სულ

756,198.40

1,540,000

-783,802