„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2023 წლის 8 თებერვალი ქ. ვანი |
1. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო დახმარების პროგრამის“ (დანართი №3) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
სავალდებულოა ბენეფიციარი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში.“.
2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო დახმარების პროგრამის“ (დანართი №3) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ) სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.“.
3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში.“
4. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დადგენილების მე-9 მუხლით დამტკიცებული „ვეტერანთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №9) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
სავალდებულოა დახმარების მიმღები პირი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 08.02.2023. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.121.016478.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №4, 08.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5716613/