⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2025)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023892
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2023
matsne.gov.ge 1,279 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2023 მიღება
01.01.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
შესყიდვა
საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი, მომსახურება
მუხლი 2
საქონელი
ამ წესის დანართ №1-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები
მუხლი 2
მომსახურება
ამ წესის დანართ №2-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება
ამ წესის შესაბამისად დასადები ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (13)
1 ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება
3 ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევისა და რისკების ჰეჯირების მომსახურება
4 საბანკო-საკრედიტო მომსახურება
6 მთარგმნელობითი მომსახურება
7 ფასიანი ქაღალდების ან/და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკონსულტაციო, ფინანსური, სარეიტინგო, აუდიტორული, საბროკერო და სხვა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება
12 პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება
13 მისასვლელი ლიანდაგების ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურებები
15 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოო ობიექტებზე (ჭაბურღილები, რეზერვუარები, მილსადენები) გარემოს დაცვასთან, უტილიზაციასთან, რეკულტივაციასთან დაკავშირებული მომსახურება
16 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოო ობიექტების (რეზერვუარები, მილსადენები) კალიბრაციასთან, აორთქლებისა და დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებული მომსახურება
17 ნავთობისა და გაზის სააღრიცხვო სისტემების მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება
18 საველე ობიექტებზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი საკადრო რესურსისა და სპეციალური აღჭურვილობის ტრანსპორტირებასთან/გადაადგილებასთან დაკავშირებული მომსახურება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №59 2023 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                       პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში – საწარმო) მიერ საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია თანდართული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება; დ) საქონელი – ამ წესის დანართ №1-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები; ე) მომსახურება – ამ წესის დანართ №2-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები; ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ზ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; თ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად დასადები ხელშეკრულების ღირებულება. მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდებისთანავე, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალება 1. გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ხორციელდება ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვა. 2. ამ წესის დანართებში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორთა საბჭო. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვის ობიექტის კონკრეტული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს (დღგ-ის გარეშე), საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის თაობაზე, შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის აქციების მმართველ პირთან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით. მუხლი 5🔗. შესყიდვის ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის იდება ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც შესაძლებელია, გაფორმდეს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შემდეგი დოკუმენტაციით: ა) ინვოისით ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტით, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესყიდვის ობიექტის ღირებულება, ან/და ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. 3. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე მიღებული გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეათანხმოს სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. ასევე არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს ბიზნეს-გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა. მუხლი 6🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ. მუხლი 7🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოყოს შესაბამის პირთა ჯგუფი (ინსპექტირების ჯგუფი). 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება; გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება; ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება. მუხლი 8🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი №1  საქონლის დასახელება 1 ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები 2 ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვის/ტრანსპორტირების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონელი 3 ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, შესაბამისი ობიექტების მოვლა-პატრონობასა და ლიკვიდაციის წარმოებასთან დაკავშირებული საქონელი    4 ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი საკადრო რესურსის სპეციალური აღჭურვილობა 5 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებელი ინფრასტრუქტურის (ჭაბურღილები, მილსადენები, ტუმბოები, რეზერვუარები, დაზგა-საქანელები, გენერატორები, თერმული სისტემები და სხვა), სპეცტექნიკის მარაგნაწილები და მასალები 6 ნავთობისა და გაზის სააღრიცხვო მოწყობილობები (მრიცხველები, კორექტორები და სხვ.) დანართი №2  № მომსახურების დასახელება 1 ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება 2 ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (სატერმინალო მომსახურება, გადამზიდავი ტექნიკის ქირავნობა, გზის მომსახურების გადასახადები და სხვა) 3 ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების გადაზიდვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევისა და რისკების ჰეჯირების მომსახურება 4 საბანკო-საკრედიტო მომსახურება 5 იურიდიული მომსახურება, მათ შორის, სასამართლოში ან/და საარბიტრაჟო დაწესებულებაში ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოში არსებულ ან/და მოსალოდნელ დავებსა და აგრეთვე დავების მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებში საწარმოს ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელი იურიდიული და სხვა ტიპის მომსახურებები (მათ შორის და არა მარტო, მოწმეების, ექსპერტებისა და თარჯიმნების ტრანსპორტირების, საცხოვრებლის დაქირავებისა და შესაბამის პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების ჩათვლით) 6 მთარგმნელობითი მომსახურება 7 ფასიანი ქაღალდების ან/და კაპიტალის ბაზრის ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკონსულტაციო, ფინანსური, სარეიტინგო, აუდიტორული, საბროკერო და სხვა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება 8 გრძელვადიან სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე  ვალდებულების (მათ შორის, გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების დაცვის შესაბამისობის დასკვნების მომზადება, ასევე სოციალურ საკითხებზე გეგმების, ანგარიშების, სტრატეგიის, რისკების ანალიზის ან/და ზეგავლენის შეფასების მომზადება, კორპორატიული მართვის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები) შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო საკონსულტაციო, საექსპერტო, აუდიტორული და სხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვა 9 გაზსაცავთან ან/და თბოელექტროსადგურთან ან/და განახლებადი ენერგიების მაგენერირებელი ობიექტების ან/და საქართველოზე გამავალი ან/და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო ენერგეტიკულ სატრანზიტო პროექტებთან ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ნავთობისა და გაზის ობიექტების მოვლა-პატრონობის ან ლიკვიდაციის წარმოებასთან ან/და ნავთობისა და გაზის წილობრივ განაწილებასთან ან/და ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების ან/და ბუნებრივი გაზის ან/და გათხევადებული გაზის ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების შესყიდვასთან ან/და რეალიზაციასთან ან/და გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო (მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (განხორციელებადობის კვლევის) მომსახურების ჩათვლით), აუდიტორული (მათ შორის, შეფასების მომსახურების ჩათვლით), საექსპერტო, ტექნოლოგიური, საოპერაციო, ფასების ლიცენზირებული მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების წვდომის, სამეცნიერო, საინჟინრო, საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებები 10 ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების შესყიდვასთან ან/და რეალიზაციასთან ან/და გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარისხისა და რაოდენობის დადგენის მომსახურებები 11 მარკეტინგული, საიმიჯო (მათ შორის, საწარმოს რებრენდინგთან, ვებგვერდისა და წლიური ანგარიშების შექმნასთან დაკავშირებული მომსახურებები) და საქართველოს საზღვრებს გარეთ საინფორმაციო/მედიასერვისებსა და პუბლიკაციებთან დაკავშირებული მომსახურებები 12 პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება 13 მისასვლელი ლიანდაგების ექსპლუატაციისთვის საჭირო მომსახურებები 14 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი ინფრასტრუქტურის (ჭაბურღილები, მილსადენები, ტუმბოები, რეზერვუარები, დაზგა-საქანელები, გენერატორები, თერმული სისტემები და სხვ.), სპეცტექნიკის მონტაჟის, დემონტაჟის ან/და შეკეთების მომსახურება 15 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოო ობიექტებზე (ჭაბურღილები, რეზერვუარები, მილსადენები) გარემოს დაცვასთან, უტილიზაციასთან, რეკულტივაციასთან დაკავშირებული მომსახურება 16 ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოო ობიექტების (რეზერვუარები, მილსადენები) კალიბრაციასთან, აორთქლებისა და დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებული მომსახურება 17 ნავთობისა და გაზის სააღრიცხვო სისტემების მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება 18 საველე ობიექტებზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი საკადრო რესურსისა და სპეციალური აღჭურვილობის ტრანსპორტირებასთან/გადაადგილებასთან დაკავშირებული მომსახურება