„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №7

2023 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დანართი №1-ის შემდეგ დაემატოს დანართი №11 თანდართული რედაქციით.

3. დანართი №4 და დანართი №14 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა და დროშა

http://codex.mia.ge/upload_files/drosha.jpg

პლანშეტი №1

სამინისტროს ემბლემა

სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მეწამულ (წითელ) ფონზე ლომის გამოსახულებით, ფარის გარშემო სტილიზებული ვაზის ორნამენტით, რომელიც ბოლოვდება სადევიზე თეთრი ფერის ბაფთით - წარწერით „შსს“, ფარის უკან ჩანს ორლესული ხმალი.

http://codex.mia.ge/upload_files/drosha-1.jpg

პლანშეტი №2

სამინისტროს დროშა

მართკუთხა ორფეროვანი ქსოვილი, სიმეტრიული სიგანის ლურჯი, თეთრი და ლურჯი ვერტიკალური სამი ზოლით, შესაბამისი თანმიმდევრობით, რომლის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ ველზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.

დანართი №11

სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა საყოველდღეო უნიფორმა და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

მუქი ლურჯი ფერის მაისური მოკლე მკლავით, ელვა შესაკრავზე, მაისურის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „გენერალური ინსპექცია“, მაისურის უკანა მხარეს კი − „შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექცია“; მუქი ლურჯი ფერის ქუდი (კეპი), ქუდის შუაში გამოსახულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა.

პლანშეტი №2

მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი ელვა შესაკრავზე, ორი ჯიბით, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს ოქროსფერში გამოსახულია წარწერა „შსს გენერალური ინსპექცია“, ჟილეტის უკანა მხარეს კი − „შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექცია“.

პლანშეტი №3

მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ელვა შესაკრავზე, ქურთუკის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „გენერალური ინსპექცია“, ქურთუკის უკანა მხარეს კი − „შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექცია“.

C:\Users\mamulaishvili-so\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.Word\logo gen.jpg

პლანშეტი №4

სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა

მრგვალი ფარის, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯი ფერის ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, მეწამულ (წითელი) ველზე ლომის ოქროსფერი გამოსახულებით, ფარის გარშემო სტილიზებული ვაზის ორნამენტით, რომელიც ბოლოვდება სადევიზე თეთრი ბაფთით − წარწერით „შსს“, ფარის უკან ჩანს ორლესული ხმალი, მთელი წრის გარშემო მეწამულ (წითელი) ფონზე თეთრი ფერის ქართული ასოებით გამოსახულია წარწერა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „გენერალური ინსპექცია“, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი თეთრი ვარსკვლავით.