საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 340060000.10.003.023896
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2023
matsne.gov.ge 2,075 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საკონტროლო პუნქტი
ადგილი, სადაც ცხოველებს ასვენებენ არანაკლებ 24 საათს ან მეტს, „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების I დანართის V თავის 1.5 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონი 93% 02.07.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.11.2019 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 14.06.2018 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.06.2018 მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ 92% 24.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №63 2023 წლის 13 თებერვალი  ქ. თბილისი საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმები მუხლი 1🔗 1. „საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმები“ (შემდგომში – წესი) ადგენს კრიტერიუმებს საკონტროლო პუნქტისთვის. 2. საკონტროლო პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური). მუხლი 2🔗 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საკონტროლო პუნქტი – ადგილი, სადაც ცხოველებს ასვენებენ არანაკლებ 24 საათს ან მეტს, „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების I დანართის V თავის 1.5 პუნქტის შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3🔗 1. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და ანიჭებს ავტორიზაციის ნომერს თითოეულ საკონტროლო პუნქტს. ავტორიზაცია შეიძლება შემოიფარგლოს კონკრეტულ სახეობებზე ან ცხოველის ზოგიერთ კატეგორიაზე და ჯანმრთელობის სტატუსზე. დასაშვებია, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორმაგი დანიშნულების ავტორიზაციის გაცემაც გარკვეული პერიოდით. 2. საკონტროლო პუნქტების სიას ადგენს და აახლებს სააგენტო. 3. საკონტროლო პუნქტის შემოწმების შემდეგ, თუ საკონტროლო პუნქტი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და შეიტანს სიაში. ავტორიზაციის მიზნით შემოწმებისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ საკონტროლო პუნქტი აკმაყოფილებს ამ წესის დანართის „კრიტერიუმები საკონტროლო პუნქტებისათვის“ ყველა მოთხოვნას. გარდა ამისა, საკონტროლო პუნქტი უნდა: ა) მდებარეობდეს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვას ან შეზღუდვებს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად; ბ) იყოს სახელმწიფო ვეტერინარის კონტროლის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობას; გ) ფუნქციონირებდეს ცხოველთა ჯანმრთელობასთან, ცხოველთა გადაადგილებასა და დაკვლისას ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაბამისი მოთხოვნის თანახმად; დ) დაექვემდებაროს რეგულარულ ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ მაინც, რათა დადგინდეს, რომ ავტორიზაციის მოთხოვნები კვლავ სრულდება. 4. სააგენტომ, სერიოზულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ცხოველების ჯანმრთელობის ან კეთილდღეობის მოთხოვნების დარღვევის საფუძველზე უნდა შეუჩეროს საკონტროლო პუნქტს ფუნქციონირება. საკონტროლო პუნქტის ფუნქციონირების შეჩერება შეიძლება მოიხსნას სააგენტოს გადაწყვეტილებით. 5. სააგენტომ საკონტროლო პუნქტს შეიძლება შეუჩეროს ავტორიზაცია ან ამოიღოს სიიდან, თუ ადგილზე შემოწმებებით/ინსპექტირებით გამოვლინდა შეუსაბამობა კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებთან. მუხლი 4🔗 1. საკონტროლო პუნქტი გამოიყენება ექსკლუზიურად გამვლელი ცხოველების მისაღებად, გამოსაკვებად, დასაწყურებლად, დასვენებისთვის, დროებით განთავსებისთვის, მოვლისა და გაგზავნისთვის. 2. სააგენტოს შეუძლია გასცეს საკონტროლო პუნქტის ავტორიზაცია „ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №584 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემკრები ცენტრის მთლიან შენობაზე, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის დანართის I ნაწილის  მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, საკონტროლო პუნქტთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ფუნქციონირების მთლიან პერიოდში. 3. ცხოველები შეიძლება იმყოფებოდნენ ერთდროულად საკონტროლო პუნქტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მათ აქვთ სერტიფიცირებული, ერთნაირი ჯანმრთელობის სტატუსი, მათ შორის, სადაც საჭიროა, გაცემულია ნებისმიერი დამატებითი გარანტია კანონმდებლობის შესაბამისად და მათი ჯანმრთელობის სტატუსი დამოწმებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობით: ა.ა) შესაბამისი სახეობის ცხოველების კატეგორიისთვის „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №7-ით – „ვეტერინარული კანონმდებლობა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნებით, დამატებით სერტიფიკატი უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ ცხოველები იყვნენ სულ მცირე 21 დღის განმავლობაში ერთ სადგომში, ხოლო 21 დღეზე ნაკლები ასაკის ცხოველები იყვნენ დაბადებიდან წარმოშობის სადგომში და ამ სადგომიდან გაიგზავნა პირდაპირ ან ტრანზიტამდე ერთი ავტორიზებული შემკრები ცენტრის გავლით; ა.ბ) ექსპორტისათვის განკუთვნილი მსხვილფეხა საქონლის და ღორისთვის ვეტერინარული სერტიფიკატით, რომელიც შეიცავს დამატებით გარანტიებს დასაკლავად განკუთვნილ ცხოველებზე; ბ) ისინი მიეკუთვნებიან ცხოველთა იმ კატეგორიას, რომლებზეც საკონტროლო პუნქტზე გაცემულია ავტორიზაცია. 4. დაუშვებელია საკონტროლო პუნქტში ერთდროულად ტრანზიტული ტვირთისა (ცოცხალი ცხოველის) და ქვეყნის შიდა გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ტვირთის (ცოცხალი ცხოველის) განთავსება. მუხლი 5🔗 მფლობელი ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს საკონტროლო პუნქტს, პასუხისმგებელია ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაცვაზე და ამ მიზნით ვალდებულია: ა) დაუშვას მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც სერტიფიცირებულია ან იდენტიფიცირებულია შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და განსაკუთრებით დაცულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ამ მიზნით მან უნდა შეამოწმოს ან იყოლიოს შესაბამისი პერსონალი, შესაბამისი სახეობისა და კატეგორიის ცხოველების ჯანმრთელობისა ან/და თანმხლები დოკუმენტებისა და ცხოველებზე საიდენტიფიკაციო ნომრების შემთხვევითი შერჩევით შესამოწმებლად; ბ) უზრუნველყოს საკონტროლო პუნქტში მყოფი ცხოველების გამოკვება და დაწყურება სწორ დროს, სახეობების მიხედვით და გაითვალისწინოს ამ მიზნით ცხოველის საკვების და სითხის შესაბამისი რაოდენობა; გ) იზრუნოს საკონტროლო პუნქტში მყოფ ცხოველებზე და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნების დაცვაზე; დ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს ვეტერინარი – ცხოველებისთვის სათანადო მკურნალობისათვის, რომლებიც დაავადდნენ ან დაშავდნენ მისი პასუხისმგებლობის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ასეთი ცხოველების დაკვლა ან მოკვლა „მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №24 დადგენილების შესაბამისად; ე) ჰყავდეს ისეთი პერსონალი, რომელიც ფლობს სათანადო უნარებს, ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენციას და აქვს ამ მიზნით გავლილი სპეციფიკური ტრენინგი/სწავლება საწარმოს ფარგლებში ან ტრენინგ ცენტრში/სასწავლო დაწესებულებაში ან აქვს მისი კვალიფიკაციისათვის საჭირო ეკვივალენტური პრაქტიკული გამოცდილება გაუმკლავდეს და, საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს სათანადო მოვლა ცხოველებს; ვ) მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს საკონტროლო პუნქტში ცხოველებთან შეხებაში მყოფი ყველა პირის მიერ ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული შესაბამისი მოთხოვნების დაცვა; ზ) ტვირთის გაგზავნიდან ერთ სამუშაო დღეში აცნობოს სააგენტოს ამ წესის დანართის მე-3 ნაწილის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, აწარმოოს ამ მონაცემების შესახებ ჩანაწერები ან მონაცემთა ელექტრონული ბაზა, შეინახოს იგი და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა სააგენტოსთვის სულ მცირე სამი წლის განმავლობაში; თ) აცნობოს სააგენტოს, შესაძლებლობისამებრ მოკლე ვადაში, გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მუხლი 6🔗. ტრანზიტისთვის განკუთვნილი ცხოველების მიერ საკონტროლო პუნქტის დატოვებამდე, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირმა (ვეტერინარმა) უნდა დაადასტუროს „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრულ მგზავრობის ჟურნალში ცხოველების მგზავრობის გასაგრძელებლად ვარგისობა. დანართი კრიტერიუმები საკონტროლო პუნქტებისათვის ნაწილი I ჯანმრთელობა და ჰიგიენა 1. ყველა საკონტროლო პუნქტი უნდა: ა) განთავსდეს, დაგეგმარდეს, აშენდეს და ფუნქციონირებდეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით, სხვა სადგომებში და ამ შენობებში გამავალი ცხოველების თანმიმდევრულ პარტიებს შორის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით; ბ) აშენდეს, აღიჭურვოს და ფუნქციონირებდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების ჩატარება. სატვირთო მანქანის რეცხვა უნდა განხორციელდეს ადგილზე. ასეთი ობიექტები უნდა იყოს მოქმედი ყველა ამინდის პირობებში; გ) დასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას ყოველ გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნის შესაბამისად. 2. მობინადრე ცხოველებთან კონტაქტში მყოფი პერსონალი და აღჭურვილობა ექსკლუზიურად განკუთვნილი უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დაექვემდებარა დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურებს ცხოველებთან ან მათ ფეკალიებთან ან შარდთან კონტაქტის შემდეგ. კერძოდ, საკონტროლო პუნქტის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს პუნქტში შესული ნებისმიერი პირი სუფთა აღჭურვილობითა და დამცავი ტანსაცმლით, რომელიც ექსკლუზიურად ინახება საკონტროლო პუნქტში. საკონტროლო პუნქტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა ზემოაღნიშნული ნივთების დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის. 3. ქვეშსაგების მასალა უნდა მოიხსნას ცხოველთა გადაყვანის, ამ ნაწილის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ და ჩანაცვლდეს ახალი ქვეშსაგებით. 4. ცხოველების ქვეშსაგები, ფეკალიები და შარდი არ უნდა შეგროვდეს შენობიდან, თუ ისინი სათანადოდ არ დამუშავდა ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 5. დაცული უნდა იქნეს შესაბამისი სანიტარიული შესვენებები ცხოველების ორ თანმიმდევრულ პარტიას შორის. საჭიროების შემთხვევაში, სანიტარიული შესვენებების ადაპტირება დამოკიდებულია ცხოველების მსგავსი რეგიონიდან, ზონიდან თუ კომპარტმენტიდან შემოყვანაზე. კერძოდ, საკონტროლო პუნქტი მთლიანად უნდა დაიცალოს ცხოველებისგან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში მაქსიმუმ 6-დღიანი გამოყენების შემდეგ, დასუფთავებისა და დეზინფექციის ოპერაციების განხორციელების შემდეგ და ნებისმიერი ახალი ტვირთის ჩამოსვლამდე. 6. ცხოველების მიღებამდე საკონტროლო პუნქტებში: ა) უნდა დაიწყოს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები იქ მყოფი ყველა ცხოველის გამგზავრებიდან 24 საათში; ბ) არ უნდა მიიღონ ცხოველები, ვიდრე დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები არ ჩატარდება სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნების შესაბამისად. ნაწილი II კონსტრუქცია და ნაგებობები 1. „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი №1-ის მე-2 და      მე-3 თავებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გარდა, რომლებიც ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებში ცხოველების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, ყველა საკონტროლო პუნქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და საშუალებები ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით. კერძოდ, ასეთ აღჭურვილობას და საშუალებებს უნდა ჰქონდეს იატაკის მოცურების საწინააღმდეგო საფარი და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს გვერდითი დაცვით. ხიდებს, პანდუსებს უნდა ჰქონდეს გვერდები, მოაჯირები ან დაცვის სხვა საშუალებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების ჩამოვარდნა. ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პანდუსებს უნდა ჰქონდეს მინიმალური შესაძლო დახრილობა. გადასასვლელებს უნდა ჰქონდეთ იატაკის საფარი, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს დაცურების რისკს და იყოს აგებული ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ცხოველების დაზიანების რისკი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მანქანის იატაკსა და პანდუსს ან პანდუსსა და გადმოტვირთვის ადგილის იატაკს შორის არ იყოს შესამჩნევი უფსკრული ან საფეხური, რომელიც მოითხოვს ცხოველების გადახტომას ან შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაცურება ან წონასწორობის დაკარგვა. 2. საკონტროლო პუნქტში ცხოველების დასაბინავებლად გამოყენებულ ყველა შენობას უნდა: ა) ჰქონდეს იატაკის საფარი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მოცურების რისკს და არ იწვევს ცხოველების დაზიანებას; ბ) ჰქონდეს სახურავი და ადეკვატური გვერდითი დაცვა, რათა დაიცვან ცხოველები არასასურველი ამინდის პირობებისგან; გ) ჰქონდეს სადგომისთვის შესაფერისი სათავსები ცხოველების შესანახად, შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევისთვის, გამოკვებისა და დასაწყურებლად, ასევე ცხოველის საკვების შესანახად; დ) სადგომის ტევადობის გათვალისწინებით, ჰქონდეს ადეკვატური ვენტილაცია და დრენაჟი დაბინავებული ცხოველის სახეობებისთვის; ე) ჰქონდეს საკმარისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათება, რომ შესაძლებელი იყოს ყველა ცხოველის ინსპექტირება ნებისმიერ დროს. საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადეკვატური სარეზერვო განათება; ვ) ჰქონდეს ცხოველების დაბმის საჭიროებისას, მათი დასამაგრებელი საშუალებები. დაბმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს ცხოველების ტკივილი ან ტანჯვა და ჰქონდეთ საშუალება იკვებონ, დალიონ ან დაწვნენ უპრობლემოდ; ზ) ჰქონდეს ცხოველის სახეობისათვის შესაბამისი/საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ ცხოველებს შეეძლოთ ერთდროულად დაწოლა და ადვილად გაიარონ გზა სასმელ და საკვებ პუნქტამდე; თ) ჰქონდეს ქვეშსაგების ადეკვატური მარაგი. ასეთი მასალა უნდა განთავსდეს შემოღობილ სათავსში თითოეული სახეობის ან კატეგორიის ცხოველის საჭიროებების შესაბამისად; ი) იყოს აგებული და შენახული ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების კონტაქტი რაიმე ბასრ ან სახიფათო საგნებთან ან დაზიანებულ ზედაპირზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება. 3. საკონტროლო პუნქტს უნდა ჰქონდეს შესაფერისი საშუალებები იმ ცხოველების ცალკე განსათავსებლად, რომლებიც დაავადდნენ, დაშავდნენ ან საჭიროებენ ინდივიდუალურ ყურადღებას. 4. საკონტროლო პუნქტს უნდა ჰქონდეს შესაფერისი საშუალებები ყველა იმ პირისთვის, ვინც საქმიანობს და სარგებლობს შენობით. 5. საკონტროლო პუნქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მექანიზმები ნარჩენების შესანახად და განკარგვისთვის და მკვდარი ცხოველების შესანახად, რომელთა მოცილება და განადგურება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების შესაბამისად. ნაწილი III სამუშაოები/პროცედურები 1. ჩამოყვანის შემდეგ ცხოველების გადმოტვირთვა უნდა მოხდეს დაუყოვნებლად. თუმცა, თუ დაყოვნება გარდაუვალია, ამინდის პირობებისა და ლოდინის პერიოდის გათვალისწინებით, ცხოველებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული საუკეთესო კეთილდღეობის პირობები. 2. ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას უნდა იზრუნონ, რომ ცხოველებს არ შეეშინდეთ, არ აღიგზნონ ან ადგილი არ ჰქონდეს არასათანადო მოპყრობას და დარწმუნდნენ, რომ ერთმანეთს არ ერჩიან. ცხოველების აწევა ან გათრევა არ უნდა მოხდეს თავით, რქებით, ყურებით, ფეხებით, კუდით ან ბეწვით, ან არ უნდა მოექცნენ ისე, რომ გამოიწვიოს მათ ზედმეტი ტკივილი ან ტანჯვა. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ინდივიდუალურად უნდა იქნენ გადაყვანილები. 3. საკონტროლო პუნქტში ცხოველების გადაადგილებისთვის: ა) მობილური გადასასვლელები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ გამოყენებულ იქნეს ცხოველთა ჯოგური მიდრეკილებები; ბ) ცხოველების მეგზურობისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ მიზნით. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული ელექტროდარტყმის მქონე ხელსაწყოების გამოყენება. ელექტროხელსაწყო შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ზრდასრულ მსხვილფეხა საქონელზე და ღორზე, რომლებიც არ გადაადგილდებიან, იმ პირობით, რომ დარტყმები, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა გაგრძელდეს ორი წამზე მეტს, იყოს ადეკვატურად დაშორებული და ცხოველებს წინ ჰქონდეთ სივრცე/ადგილი, სადაც უნდა გადაადგილდნენ. ასეთი დარტყმები შეიძლება მხოლოდ უკანა კუნთებზე; გ) დაუშვებელია ცხოველებზე დარტყმა და ზეწოლა სხეულის რომელიმე განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილზე. კერძოდ, ცხოველების კუდის მოწყვეტა, დაგრეხა ან მოტეხვა და თვალებზე შეხება, მუშტების ან წიხლების დარტყმა; დ) პირებს, რომლებსაც შეხება აქვთ ცხოველებთან საკონტროლო პუნქტზე, არ უნდა ჰქონდეთ ან გამოიყენონ საჩხვლეტელა ან სხვა საშუალება წვეტიანი ბოლოებით. ცხოველის მეგზურობისთვის განკუთვნილი ჯოხის ან სხვა ხელსაწყოების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ცხოველის სხეულზე მისი დაზიანების ან ზედმეტი ტანჯვის გარეშე. 4. ცხოველები, რომლებიც ჩამოდიან ნოტიო ამინდში მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა გაგრილდნენ შესაბამისი საშუალებებით. 5. ცხოველების კვება და დაწყურება უნდა განხორციელდეს ისე, რომ საკონტროლო პუნქტში განთავსებულ ყველა ცხოველს ჰქონდეს წვდომა სულ მცირე საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალზე და საკმარის და შესაბამის საკვებზე, მისი სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათი საკონტროლო პუნქტში ყოფნისას და მოსალოდნელი ხანგრძლივობის მგზავრობისთვის მომდევნო გამოკვების პუნქტამდე. საკონტროლო პუნქტმა არ შეიძლება მიიღოს განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე ცხოველები, როგორიცაა ახალგაზრდა ხბოები, რომლებსაც ესაჭიროებათ თხევადი საკვები, თუ ისინი სათანადოდ არ არიან აღჭურვილი და დაკომპლექტებული ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 6. საკონტროლო პუნქტის პერსონალის მიერ ცხოველების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ცხოველების საკონტროლო პუნქტში მიყვანისას და არანაკლებ ყოველ 12 საათში ერთხელ საკონტროლო პუნქტში ყოფნის დროს. 7. ამ წესის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) თითოეული ტვირთის გადმოტვირთვის დასრულების თარიღის და დროის შესახებ და გადატვირთვის/ხელახლა ჩატვირთვის   დაწყების თარიღისა და დროის შესახებ; ბ) ამ დანართის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მიზეზების გამო, დეპოპულაციის თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ; გ) თითოეულ პარტიაში მყოფი ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნომერ(ებ)ის შესახებ; დ) ნებისმიერი აუცილებელი მონაცემის შესახებ ცხოველების ჯანმრთელობის ან კეთილდღეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით: დ.ა) საკონტროლო პუნქტში გადმოტვირთვის დროს აღმოჩენილი მკვდარი ცხოველების მონაცემებისა და რაოდენობის ან საკონტროლო პუნქტში მომკვდარი ცხოველების შესახებ; დ.ბ) იმ ცხოველების მონაცემები და რაოდენობა, რომლებიც გადმოტვირთვის ადგილზე ან საკონტროლო პუნქტში ყოფნის დროს აღმოჩენილია სერიოზულად დაზიანებული ან ითვლება უვარგისად შემდგომი მგზავრობისთვის; ე) გადამზიდველის და მძღოლის სახელის, მისამართის და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრების შესახებ.