,,ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 09.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.001.095
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 10/07/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| № | კრიტერიუმების დასახელება |
| სუსტი | საშუალო |
| 1. | საზაფხულო სკოლის მიზანი და ამოცანები |
| 2. | მეცნიერული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა |
| 3. | მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები |
| 4. | შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების რეალურობა |
| 5. | არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა |
| 6. | პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან |
| სულ | 100 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 48.0pt 45.0pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №150
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის თანდართული წესი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების გაცემის
წესი
მუხლი 1🔗. საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება და არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლის მუშაობა მიზნად ისახავს ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობასა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადებას.
მუხლი 2🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის გრანტის გაცემას ახორციელებს სსიპ – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი), შემდგომში – რუსთაველის ფონდი.
2. რუსთაველის ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის კონკურსის გამოცხადებას;
ბ) კონკურსის გამართვისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზებისათვის განაცხადების (პროექტების) მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას;
გ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარმოდგენილ განაცხადებს;
დ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებას;
ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობა
1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს;
ბ) საქართველოს მოქალაქეს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).
2. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა კონკურსში მონაწილეობის პირობები, რუსთაველის ფონდი უფლებას იტოვებს არ განიხილოს შემოსული პროექტი.
მუხლი 4🔗. დაფინანსება
1. პროექტის ფარგლებში ფინანსდება:
ა) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის ანაზღაურება;
ბ) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;
გ) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
დ) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის მონაწილეთა კვების ხარჯი;
ე) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;
ვ) ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლისათვის საჭირო დარბაზ(ებ)ის დაქირავების ხარჯი;
ზ) სხვა საქონლისა და მომსახურების (საკანცელარიო და სხვ.) ხარჯი.
2. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების/დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება (ანაზღაურების 2/3). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.
მუხლი 5🔗. საკონკურსო განაცხადის წარდგენა
კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირებმა:
ა.ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ა.ბ) საპროექტო წინადადება;
ა.გ) პროექტის ბიუჯეტი;
ა.დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;
ა.ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაცია;
ა.ვ) პროექტის რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
ა.ზ) თანადაფინანსების შემთხვევაში მისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა ფიზიკურმა პირებმა:
ბ.ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ბ.ბ) საპროექტო წინადადება;
ბ.გ) პროექტის ბიუჯეტი;
ბ.დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;
ბ.ე) პროფესიული ავტობიოგრაფია (CV) (არა უმეტეს 2 გვერდისა);
ბ.ვ) პროექტის რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
ბ.ზ) გრანტის მაძიებლის პირადობის მოწმობის სრული ასლი;
ბ.თ) გრანტის მაძიებლის მუშაობის ან/და სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ი) იმ ორგანიზაციის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც განხორციელდება პროექტი (ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით);
ბ.კ) თანადაფინანსების შემთხვევაში მისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 6🔗. საკონკურსო კომისია
1. საკონკურსო კომისია იქმნება რუსთაველის ფონდის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 9 წევრისაგან, რომელშიც 2 წევრი წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, 3 – საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო 4 – რუსთაველის ფონდს.
2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა რუსთაველის ფონდის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს საკონკურსო კომისია თავისი შემადგენლობიდან.
4. საკონკურსო კომისიის სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ მაინც. საკონკურსო კომისიის სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. რუსთაველის ფონდის დირექტორს, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვს მოიწვიოს საკონკურსო კომისიის რიგგარეშე სხდომა.
5. საკონკურსო კომისიის სხდომებს ესწრებიან მხოლოდ საკონკურსო კომისიის წევრები და სხდომის მდივანი.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი მაინც.
7. საკონკურსო კომისიის სხდომებს უძღვება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.
8. საკონკურსო კომისია:
ა) ამტკიცებს იმ კონკურსანტთა სიას, რომელთა განაცხადები არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ;
ბ) განიხილავს კონკურსანტების განაცხადებს (საკონკურსო დოკუმენტაციას) და ახდენს მათ შეფასებასა და შერჩევას.
9. რუსთაველის ფონდმა, საჭიროების შემთხვევაში, საკონკურსო კომისიაში შეიძლება მოიწვიოს ექსპერტი სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 7🔗. ანგარიშგება, მონიტორინგი
1. გრანტის დამტკიცების შემდგომ რუსთაველის ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას გრანტის მიმღებთან, სადაც გაიწერება ურთიერთვალდებულებების დეტალური პირობები.
2. გრანტის მიმღებმა ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის მუშაობის დასრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში რუსთაველის ფონდს უნდა წარუდგინოს ჩატარებული ღონისძიების (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ტექნიკური ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილისაგან.
3. ფინანსურ ანგარიშში დეტალურად გაწერილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა.
4. პროგრამული ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სტატუსს (საერთაშორისო/ადგილობრივი);
ბ) საზაფხულო სკოლის თემატიკას;
გ) საზაფხულო სკოლის მუშაობის ხანგრძლივობას;
დ) პროექტის განხორციელების ადგილს;
ე) მონაწილე უცხოელ სტუდენტთა რაოდენობას;
ვ) საზაფხულო სკოლის მუშაობის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს;
ზ) ამასთანავე, პროგრამულ ანგარიშს უნდა ერთოდეს საზაფხულო სკოლის პროგრამა და ვიზუალური მასალა (ფოტო, ვიდეო, DVD). ყველა ეს ინფორმაცია ჩაწერილი უნდა იყოს კომპაქტდისკზე (CD).
5. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი პროგრამული ანგარიში, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალა შესაძლებელია რუსთაველის ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით.
დანართი
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
№
კრიტერიუმების დასახელება
შეფასება
კომენტარები
სუსტი
საშუალო
კარგი
1.
საზაფხულო სკოლის მიზანი და ამოცანები
0-6
7-11
12-14
2.
მეცნიერული და/ან პრაქტიკული მნიშვნელობა
0-9
10-17
19-24
3.
მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები
0-7
8-15
16-21
4.
შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის განხორციელების რეალურობა
0-5
6-9
10-11
5.
არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა
0-6
7-11
12-13
6.
პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და
ამოცანების განხორციელებასთან
0-7
8-13
14-17
სულ
100