„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერგრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/53 |
|
2023 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 26/02/2018, 040030000.22.024.016534) დამტკიცებულ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი ტიპის გრანტი: ა) თანადაფინანსების გრანტი, რომელიც გაიცემა ამ წესის შესაბამისად; ბ) ინოვაციების გრანტები რეგიონებისათვის, რომელიც გაიცემა რეგიონებში ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად, თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 25 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; გ) ღონისძიების პრიზი – ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშემწყობ ღონისძიებებში გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად თითოეული პროექტისათვის არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; დ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით. 2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და საგრანტო განაცხადების გრანტების პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან განმცხადებლების შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად; ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული განმცხადებელი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება; გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი – ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი; ე) სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით; ვ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი – სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და ინოვაციების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს 750 000 ლარის ოდენობით; ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე; თ) კონკურსი – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული განაცხადების დაფინანსება; ი) განმცხადებელი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით; კ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების 10%-ის ოდენობით პროგრამაში – სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები, ხოლო არანაკლებ 50%-ის ოდენობით პროგრამაში – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას; მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებელს შორის; ნ) საგრანტო განაცხადი – განმცხადებლის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი განაცხადი; ო) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“. 3. მე-4 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ საგრანტო განაცხადების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები გამარჯვებული საგრანტო განაცხადის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება 1. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სააგენტო წარმოადგენს ამ წესის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას; გ) საგრანტო განაცხადების მიღების ვადის განსაზღვრას; დ) საგრანტო განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენას; ე) მიღებული საგრანტო განაცხადების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას; ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ განმცხადებლებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას; ზ) გამარჯვებული საგრანტო განაცხადების დაფინანსებას ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით; თ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს; ი) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების დამტკიცებას.“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. განმცხადებელი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.“. 6. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ბ) თუ კომპანიის წილების/აქციების 30%-ს ან მეტს ფლობს სხვა სამეწარმეო სუბიექტი/სუბიექტები (შემდგომში – მშობელი საწარმო), მითითებული მშობელი საწარმოს/საწარმოების ბრუნვა კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მშობელი საწარმოს შემთხვევაში 500 000 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მშობელ საწარმოზე, რომლებიც განმცხადებელი მშობელი საწარმოს წილების 30%-ს ან მეტს ფლობენ.“. 7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 8. მოთხოვნები საგრანტო განაცხადის მიმართ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საგრანტო განაცხადი, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსებით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის.“. 8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. კონკურსის ეტაპები 1. სტარტაპების თანადაფინანსების გრანტის კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) ბიზნესიდეების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა; ბ) ბიზნესიდეების შეფასება ექსპერტების მიერ და საუკეთესო 150 განაცხადის შერჩევა; გ) შერჩეული 150 განმცხადებლისგან ბიზნესგეგმების მიღება და შეფასება არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად; დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე განაცხადების პრეზენტაციების წარდგენა და გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა; ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, კონკურსის გამარჯვებულებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება, დაფინანსება და მონიტორინგი. 9.მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ექსპერტები 1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში განმცხადებლის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე, არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი.“. 10. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული განმცხადებლების გამოვლენის შესახებ;“. 11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება და დაფინანსებული საგრანტო განაცხადის განხორციელება 1. სააგენტოსა და გამარჯვებულ განმცხადებელს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია გამარჯვებულ განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების კორექტირება და განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საბანკო რეკვიზიტები – საგრანტო განაცხადისთვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი; ბ) თანადაფინანსების (გრანტის მიმღების თანამონაწილეობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული წარმოება ან/და ძირითადი სამუშაოების შესრულება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ე) ინტელექტუალური საკუთრების და „ნოუ-ჰაუს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ვ) ასევე საჭიროებისამებრ სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ განმცხადებელთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას განაცხადის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოების შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯებს. 4. თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესით. საგრანტო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირთან. 5. ხელშეკრულების დადების საფუძველია განმცხადებლის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში.“. 12. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლი. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|