ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016510
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2023 წლის 22 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება (ვებ.გვერდი 26.01.2022; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016468).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN =IMGX ITL X CX K, სადაც:
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
2. IMG არის ქ. ლანჩხუთის მიკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს;
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ერთს.
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 100.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის შესაბამისად, ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: CN =0,38 X1 X 0,24 X 100=9,12.
მუხლი 3🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს.
მუხლი 4🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს.
მუხლი 5🔗
სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი ნორმები.
მუხლი 6🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), გარდა დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3–მე-5 მუხლებით დადგენილი ნორმები.