,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2023 წლის 22 თებერვალი ქ. ლანჩხუთი |
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge, 04/02/2021 წელი, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016439) შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ საქართველოს ან/და რეგიონის მასშტაბით ორგანიზებული - საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) გუნდი: I ადგილი - 500 ლარი; II ადგილი - 300 ლარი; III ადგილი - 200 ლარი; ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი - 300 ლარი; II ადგილი - 200 ლარი; III ადგილი - 100 ლარი. 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზებული – საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) გუნდი: I ადგილი - 1500ლარი; II ადგილი - 1000 ლარი; III ადგილი - 800 ლარი; ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი - 900 ლარი; II ადგილი - 800 ლარი; III ადგილი - 700 ლარი. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზებული, ჭადრაკის, ჭიდაობისა და ფეხბურთის სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირი
საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში ვაჟები; გოგონები გამარჯვებული გუნდი
საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში ვაჟები ბერძნულ-რომაული; თავისუფალი სტილით
“ |
|