2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016667
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2023 წლის აპრილში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2023
2023 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
2023 წლის 29 აპრილს გასამართი ერთზე მეტი სახის არჩევნებში:
ა) რეგისტრაციაში გატარების მიზნით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა;
ბ) აკრედიტაციაში გატარების მიზნით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, აკრედიტაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა.
მუხლი 2🔗
2023 წლის 29 აპრილის ერთ-ერთი სახის არჩევნებისათვის:
ა) რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათი დამკვირვებლები რეგისტრირებულად ჩაითვალონ: 2023 წლის 29 აპრილის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელი არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში.
ბ) აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები აკრედიტირებულად ჩაითვალონ 2023 წლის 29 აპრილის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელ არჩევნებში აკრედიტაციის სურვილის თაობაზე აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი