2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №12/2023 |
|
2023 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
2023 წლის 29 აპრილს გასამართი ერთზე მეტი სახის არჩევნებში:
ა) რეგისტრაციაში გატარების მიზნით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა; ბ) აკრედიტაციაში გატარების მიზნით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, აკრედიტაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა. |
| მუხლი 2 |
2023 წლის 29 აპრილის ერთ-ერთი სახის არჩევნებისათვის:
ა) რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათი დამკვირვებლები რეგისტრირებულად ჩაითვალონ: 2023 წლის 29 აპრილის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელი არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში. ბ) აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები აკრედიტირებულად ჩაითვალონ 2023 წლის 29 აპრილის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელ არჩევნებში აკრედიტაციის სურვილის თაობაზე აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2023.
- როდის იქნა მიღებული „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 20.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №12/2023. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016667.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“, №12/2023, 20.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5724775/