საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №15/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 355 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 12.04.2016 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 18.02.2022 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 03.09.2021 2022 წლის 1 ოქტომბრის თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 12.08.2022 2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 01.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №15/2023 2023 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 76​7 მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც კენჭისყრის დღეს არ იქნება განთავსებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი, ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით და ვადაში. მუხლი 2🔗. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ადგილი 1. იმ საარჩევნო უბნის ნამდვილი და ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება გამოყენებული ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატი, საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულების მიზნით, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, დალუქულ მდგომარეობაში განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წინასწარ შერჩეულ შენობაში. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ბიულეტენების მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები/თანამშრომლები. 3. საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენები განთავსდება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. მუხლი 3🔗. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი/პირები საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის მიზნით დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში განთავსებას და საარჩევნო ბიულეტენების კვლავ შეფუთვას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი/თანამშრომლები. მუხლი 4🔗. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებისა და განთავსების ვადა 1. საარჩევნო ბიულეტენები ციფრულ ფორმატში გადაყვანილი უნდა იქნეს და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ყველა ვერსია ინტერნეტსივრცეში უნდა განთავსდეს საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. 2. ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები ინტერნეტსივრცეში განთავსდება შესაბამის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში. მუხლი 5🔗. ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გაცნობა ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების ინტერნეტსივრცეში გაცნობა და ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი