სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის მიწოდებული წყლისა და დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილების რიცხვიანობისა და ანგარიშსწორების დროებითი წესის შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2/305
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.268
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 29/12/2003
matsne.gov.ge 2,153 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის მიწოდებული წყლისა და დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილების რიცხვიანობისა და ანგარიშსწორების დროებითი წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:36.85pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.7in 1.1in .7in 1.2in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.268 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-305 2003 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის მიწოდებული წყლისა და დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილების აღრიცხვიანობისა და ანგარიშსწორების დროებითი წესის შესახებ „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით მიწოდებული წყლისა და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლის მოცილების აღრიცხვიანობისა და ანგარიშსწორების სრულყოფისა და სარწყავი წყლის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების პირობების მომზადების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის მიწოდებული წყლისა და დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილების აღრიცხვიანობისა და ანგარიშსწორების თანდართული დროებითი წესი. 2. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი წესი“ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციების (წყალმიმწოდებლების), სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების ზონაში განთავსებული ნებისმიერი წყალმომხმარებელი სუბიექტისა და ცალკეული მიწათმოსარგებლისათვის (ფიზიკური და იურიდიული პირები). 3. რაიონულმა (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ამ წესით გათვალისწინებული სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების, აღრიცხვიანობისა და ანგარიშსწორების სრულყოფის მექანიზმის ამოქმედებას. 4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ. 5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კირვალიძე სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის მიწოდებული წყლის და დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილების აღრიცხვიანობისა და ანგარიშსწორების დროებითი წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დროებითი წესის დანიშნულება დროებითი წესის დანიშნულებაა „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) დაარეგულიროს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციებსა (შემდგომში – წყალმიმწოდებელი) და წყლის მომხმარებელ სუბიექტებს (ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, შემდგომში წყალმომხმარებელი) შორის ურთიერთობები წყლის მიწოდებისა და დაშრობილი ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილების სფეროში; ბ) ხელი შეუწყოს ფასიანი წყალსარგებლობის დამკვიდრებას.     მუხლი 2🔗. დროებითი წესის მიღების მიზანი: დროებითი წესის მიღების ძირითადი მიზანია: ა) სამელიორაციო მომსახურების სფეროს გაფართოება, მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფაში და მელიორირებული მიწების ეფექტიანად გამოყენებაში ხელშეწყობა; ბ) წყალმიმწოდებელ და წყალმომხმარებელ სუბიექტთა ფუნქცია-მოვალეობების და ვალდებულებების განსაზღვრა-გამიჯვნა წყლის რეგულირებისა და ფასიანი წყალმომსახურების საკითხებში; გ) წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული და მოხმარებული წყლის, აგრეთვე დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლის მოცილების საჰექტარო მომსახურების აღრიცხვიანობის და ანგარიშსწორების მოწესრიგება, წყალმიმწოდებლებისა და წყალმომხმარებლების პასუხისმგებლობის ამაღლება; დ) „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თანაბარი და უპირატესი სამელიორაციო მომსახურების, აგრეთვე დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერი წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტის პირობების დაკონკრეტება; ე) წყალმიმწოდებელი და წყალმომხმარებელი სუბიექტების საქმიანობის საჯარობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. ტერმინების განმარტებები 1. წყალმიმწოდებელი – პირველადი წყალმოსარგებლე, რომელიც ფლობს წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ლიცენზიას, ან რომელსაც წყლის ობიექტი გადაცემული აქვს განკერძოებულ სარგებლობაში და უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებით და ფარგლებში. 2. წყალმომხმარებელი – სამელიორაციო ასოციაცია, აგრეთვე სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს წყალმიმწოდებლის მიერ მიღებული წყლის გამოყენებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ელექტროენერგიის გამომუშავების, თევზის და სხვა წარმოებისათვის. 3. წყალსარგებლობა – წყლის რესურსების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო, ენერეტიკული, სამრეწველო და სხვა მიზნებისათვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ. 4. წყალსარგებლობის ლიცენზია – წყლით სპეციალური ფორმით სარგებლობის უფლება, წყალსარგებლობის უფლების დამადასტურებელი ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი. წყალსარგებლობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ საკუთრივ წყლით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება ლიცენზიის გასხვისება. ლიცენზია გაიცემა „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. წყალმოსარგელე – ფიზიკური და იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. წყლის რეგულირება – ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის წყაროებიდან წყლის ტრანსპორტირების, წყალმომხმარებელთა შორის განაწილების, გამოყენების, წყლის ჩაშვების, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობა. 7. წყალაღება – წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ. 8. წყალჩაშვება – სარწყავი, საწარმოო, სადრენაჟო და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში. 9. წყლის რაციონალურად გამოყენება – ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალსარგებლობის დადგენილი წესების, ნორმების და რეჟიმის დაცვა, ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმის შექმნა, სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაცული დანაკარგების შემცირება, მიწების მეორადი დამლაშების, დაჭაობების და წყლის მავნე ზემოქმედების აცილება.  10. ტარიფები – სარწყავად, საძოვრების გაწყლოვანებისათვის, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და სხვა დანიშნულებით მიწოდებილი წყლის და ჭარბი წყლის მოცილების საფასური. ა) საბითუმო ტარიფი – სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ინფრასტრუქტურით სამელიორაციო ასოციაციებისათვის, ჰესებისათვის, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (წყალმომხმარებლებისათვის) მიწოდებული წყლის და ჭარბი წყლების მოცილების ღირებულება; ბ) საცალო ტარიფი – საბითუმო ტარიფს დამატებული ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე დადგენილი ასოციაციის შენახვის (წყალმომსახურების) ხარჯები. 11. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო სისტემა (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – სახელმწიფო სახსრებით აშენებული (მშენებარე) სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირების, საძოვრების გაწყლოვანების სისტემის სათავე ნაგებობა, წყალსაცავი, მაგისტრალური არხი, მილსადენი, წყალგამანაწილებელ ან წყალმიმღებ ნაგებობამდე მოწყობილი სხვადასხვა რიგის მარეგულირებელი, შემკრებ-საკოლექტორო და დრენაჟის ქსელი, სატუმბი სადგური, ფრონტალური და რეჟიმული დაკვირვების ჭაბურღილი, რომლებიც ემსახურებიან ორ ან მეტ რაიონს, ან რაიონის ტერიტორიის დიდ ნაწილს (მასივს). 12. შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – სახელმწიფო სამელიორაციო სისტემის წყალგამანაწილებელი და წყალმიმღები ნაგებობის შემდეგ მოწყობილი სამელიორაციო ქსელი და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობები. 13. ლოკალური სისტემა – თვითდინებითი და მექანიკური დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ სამელიორაციო ასოციაციას (რაიონის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს). თავი II. საქმიანობის სუბიექტები     მუხლი 4🔗. წყლის რეგულირების სფეროში საქმიანობის სუბიექტები წყლის რეგულირების სფეროში საქმიანობის სუბიექტებია: ა) სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ინფრასტრუქტურით წყლის მიწოდების და ჭარბი წყლების მოცილების ნაწილში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიულ (სისტემური) სტრუქტურული ერთეულები (ტექსტში „წყალსამეურნეო ორგანიზაციები“); ბ) სახელმწიფო საკუთრების შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამელიორაციო ქსელისა და ლოკალური სისტემების ნაწილში – „საჯარო სამმართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტით დაფუძნებული სამელიორაციო ასოციაციები. თავი III. ლიცენზირება, წყალსარგებლობა და აღრიცხვიანობა     მუხლი 5🔗. წყალსარგებლობის ლიცენზიის მიღება 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო სისტემებით, აგრეთვე სამელიორაციო ასოციაციების მიერ ლოკალური სისტემებით ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის აღების, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიმიტების განსაზღვრა და ლიცენზიის მიღება რეგულირდება „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. წყალსარგებლობისა და წყალგანაწილების კალენდარული გეგმა-გრაფიკების შედგენა და შეთანხმება 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ: ა) ჭარბი წყლის მოცილება-გაყვანისა და წყალსარგებლობის გეგმით მისაწოდებელ წყალზე წარდგენილი განაცხადების განხილვას, სარწყავი სისტემების წყლით უზრუნველყოფის პროგნოზულ მაჩვენებლებთან შეჯერებას და შედეგების წყალმომხმარებელ სუბიექტებთან შეთანხმებას; ბ) სარწყავად, საძოვრების გაწყლოვანებისათვის ან/და ტექნიკური მიზნებისათვის წყლის აღების და წყალგანაწილების კვანძებში აღებული და წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის აღრიცხვას და ურთიერთშეთანხმებული კალენდარული გეგმა-გრაფიკის განუხრელ დაცვას; გ) დრენაჟის მომხმარებელთა მიერ შიდასასოფლო-სამეურნეო ქსელებით სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) დრენაჟის სისტემების წყალმიმღებ კვანძამდე მიყვანილი ჭარბი წყლის შეუფერხებელ მოცილება-გაყვანას; დ) მელიორირებული მიწების ეფექტიანად გამოყენების მიზნით ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგში ტენიანობის განსაზღვრას, გრუნტის წყლების დონის დინამიკაზე სისტემატური დაკვირვებების წარმოებას და მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის წყალმომხმარებლებისათვის დროულ მიწოდებას; ე) რწყვის ორგანიზებულად ჩატარებისა და მცენარემდე სარწყავი წყლის შეუფერხებელი მიწოდების, აგრეთვე მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში უფასო კონსულტაციების ჩატარებას. 2. სამელიორაციო ასოციაციები და სხვა წყალმომხმარებელი სუბიექტები უზრუნველყოფენ: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წყალაღების ობიექტებიდან ლოკალური სისტემებით წყლის აღების ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მომზადებას; ბ) შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამშრობი ქსელით სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) დრენაჟის სისტემების წყალმიმღებ კვანძებამდე ჭარბი წყლის მიყვანას; გ) წყალსარგებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენას და წყალმიმწოდებლებისათვის დროულად წარდგენას.     მუხლი 7🔗. წყლის ობიექტიდან ამოღებული, მიწოდებული და მიღებული წყლის აღრიცხვა 1. წყალმიმწოდებელი უზრუნველყოფს სათავე ნაგებობაზე წყალმზომის დაყენებას, დაცვასა და ამოღებული წყლის რაოდენობის აღიცხვას არსებული წესით. 2. წყალმიმწოდებელი და წყალმომხმარებელი სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ წყალგანაწილების კვანძებში მიწოდებული წყლის რაოდენობის აღირიცხვას დღე-ღამეში ერთხელ, მხარეებს შორის შეთანხმებულ დროში, რომელიც შეიტანება ორმხრივი ხელმოწერის სპეციალურ ზონარგაყრილ წიგნში. 3. ორმხრივი აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების საფუძველზე, ყოველი თვის ბოლოს და წყლის მიწოდების სეზონის დამთავრების შემდეგ დგება მიწოდებული და მიღებული წყლის, მორწყული, დაშრობილი და გაწყლოვანებული საძოვრის ფართობის რაოდენობის დამადასტურებელ ორმხრივი შეთანხმების აქტები. 4. წყალმიმწოდებელი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წყალმიწოდების კვანძებში მოაწყონ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იქონიონ წყალმზომი მოწყობილობები და წყალმომხმარებლების მოთხოვნით ჩაატარონ ჰიდრომეტრული კვეთის ტარირება. თავი IV წყალმომხმარებელთათვის წყლის მიწოდებისა და დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილებისათვის ხელშეკრულებების გაფორმება და ანგარიშსწორება.     მუხლი 8🔗. ხელშეკრულებების გაფორმება წყალსამეურნეო ორგანიზაციების მიერ წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის, აგრეთვე ჭარბი წყლის მოცილების აღრიცხვიანობის და ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებებით.     მუხლი 9🔗. ანგარიშსწორება გაწეულ მომსახურებაზე 1. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძებში წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლის მოცილებაზე ანგარიშსწორება ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული და წყალმომხმარებლების მიერ მიღებული წყლის რაოდენობის, მორწყული, დაშრობილი და გაწყლოვანებული საძოვრის ფართობის რაოდენობის დამადასტურებელი ორმხრივი შეთანხმების აქტის და საბითუმო ტარიფის (საფასურის) საფუძველზე, არსებული წესით. 2. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მიწოდების და/ან ჭარბი წყლის მოცილების საანგარიშსწორებო თანხა შეიტანება ხაზინაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წყალსამეურნეო ორგანიზაციის ანგარიშზე. 3. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძებში წყლის მიწოდების, აგრეთვე დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლის მოცილებისათვის ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაზე ხელმომწერი წყალმომხმარებელი.     მუხლი 10🔗. ანგარიშსწორება სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) საირიგაციო სისტემებით წყალგანაწილების კვანძებში სარწყავად მიწოდებულ წყალზე  სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) საირიგაციო სისტემებით წყალგანაწილების კვანძებში სარწყავად მიწოდებულ წყალზე ანგარიშსწორება ხდება: ა) რწყვის დაწყებამდე (ავანსის სახით) – ერთჯერადი მორწყვის საფასურის ოდენობით; ბ) ყოველთვიურად – საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული წყლის ოდენობის დამადასტურებელი ორმხრივი შეთანხმების აქტის შესაბამისად, არსებული წესით; გ) საბოლოო ანგარიშსწორება – წყალმიმწოდებელის მიერ წყალმომხმარებლისათვის არსებული წესით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ავანსად მიღებული თანხის გამოკლებით.     მუხლი 11🔗. ანგარიშსწორება სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით მიწოდებულ წყალზე სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით მიწოდებულ წყალზე ანგარიშსწორება ხდება: ა) წყლის მიწოდების დაწყებამდე (ავანსის სახით) – საშუალოდ ერთ თვეში მისაწოდებელი წყლის საფასურის ოდენობით, ხოლო საძოვრების გაწყლოვანებისათვის პირუტყვის გამოზამთრების და/ან იალაღზე ყოფნის სეზონის დაწყებიდან არა უგვიანეს 10 დღეში; ბ) ყოველთვიურად – საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული წყლის ოდენობის დამადასტურებელი ორმხრივი შეთანხმების აქტის შესაბამისად, არსებული წესით; გ) საბოლოო ანგარიშსწორება (პირუტყვის გამოზამთრების და/ან იალაღზე ყოფნის სეზონის დამთავრების შემდეგ) – წყალმიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებლისათვის არსებული წესით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ავანსად მიღებული თანხის გამოკლებით.     მუხლი 12🔗. ანგარიშსწორება სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) დრენაჟის სისტემებით ჭარბი წყლის მოცილებაზე სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) დრენაჟის სისტემებით ჭარბი წყლის მოცილებაზე ანგარიშსწორება ხდება წელიწადში ორჯერ: ავანსად – 1 აპრილამდე, საერთო თანხის 50%-ის ოდენობით, საბოლოო ანგარიშსწორება – 1 სექტემბრამდე, არსებული წესით. თავი IV უპირატესი მომსახურება, შეზღუდვები და მომსახურების შეწყვეტა     მუხლი 13🔗. უპირატესი მომსახურება 1. ნებისმიერი წყალმომხმარებელი, რომელსაც დაფარული (გადახდილი) აქვს წყლის მიწოდების და/ან ჭარბი წყლის მოცილების საფასური სარგებლობს უპირატესი მომსახურების უფლებით. 2. უპირატესი მომსახურების წყალმომხმარებელთა სია ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში (ან გადაიცემა ადგილობრივი ტელევიზიით) და წერილობით ეცნობება თითოეულ წყალმომხმარებელს, რათა დაცულ იქნეს საჯარობა და გამჭვირვალობა.     მუხლი 14🔗. წყალმომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტა 1. „მიწების მელიორაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე წყალმიმწოდებელი უფლებამოსილია წყლის მიწოდების და/ან ჭარბი წყლის მოცილების დადგენილი საფასურის გადაუხდელობის (დავალიანების) შემთხვევაში შეუწყვიტოს წყალმომხმარებელს წყლის მიწოდება და/ან ჭარბი წყლის მოცილება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 2. დავალიანების მქონე წყალმომხმარებელთა სია ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში (ან გადაიცემა ადგილობრივი ტელევიზიით) და წერილობით ეცნობება თითოეულ წყალმომხმარებელს, რათა დაცულ იქნეს საჯარობა და გამჭვირვალობა.     მუხლი 15🔗. შეზღუდვები 1. წყალმიმწოდებელი ვალდებულია: ა) ოპერატიულად (მინიმუმ ერთი დღით ადრე) მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომხმარებელს სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გაუმართაობის, პროფილაქტიკური ან შეკეთების სამუშაოების ჩატარების გამო წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტის (12 საათით და მეტი დროით) შესახებ; ბ) ოპერატიულად (არაუგვიანეს ერთი დღისა) მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომხმარებელს მომხდარი სტიქიური მოვლენის, წყალდიდობის, ავარიის და სხვა მიზეზით წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტის, აგრეთვე შესაძლებელი ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ; გ) განახორციელოს ღონისძიებები წყლის მიწოდების მოკლე დროში აღსადგენად და ოპერატიულად აცნობოს (წყლის გაშვებამდე 12 საათით ადრე) წყალმომხმარებელს წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. 2. ცალკეული მიწის მფლობელს (წყალმოსარგებლეს) შეიძლება შეუწყდეს წყლის მიწოდება მისი არარაციონალურად (მორწყვის რეჟიმის დარღვევა, წყლის უყაირათოდ გამოყენება) გამოყენების, აგრეთვე მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუარესების (მეორეული დამლაშების, გრუნტის და დრენაჟის წყლების დონის ამოწევის, ეროზიული, მეწყრული და სხვა პროცესების გააქტიურების) შემთხვევაში. გადაწყვეტილებას აღნიშნულის გამო წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების სამმართველო ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიციის დასკვნის საფუძველზე, რაიონულ (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან შეთანხმებით.     მუხლი 16🔗. მოქმედების ვადა წინამდებარე წესი ძალაშია 2006 წლის 1 დეკემბრამდე.