თავი VII — საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწყება მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და მიკრობანკის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია მიკრობანკის ლიკვიდატორად მიკრობანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
2. თუ მიკრობანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს მიკრობანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი საქართველოს ეროვნულ ბანკს გადასცეს. მიკრობანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით.
4. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკრობანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს მიკრობანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა ფინანსური აქტივების მოთხოვნის უფლება − სხვა მიკრობანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს და ორგანიზება გაუწიოს ამ ვალდებულებების გადაცემას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისთვის მიკრობანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის.
6. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს:
ა) თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება;
ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც მიკრობანკი მონაწილეობდა;
გ) მიკრობანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ მიკრობანკი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დარიცხული თანხისა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას;
დ) მიკრობანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში გადატანის შესახებ.
7. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ მიკრობანკის კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.
8. მიკრობანკის ლიკვიდატორმა:
ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც ორგანიზაცია ასრულებდა, ორგანიზაციის, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეებს დაუბრუნოს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
ბ) მიკრობანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად მიკრობანკის ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ფასეულობას მიკრობანკის სეიფებში ინახავენ, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც მიკრობანკი განაგებს, უნდა გაუგზავნოს მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინებაში აღინიშნება ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ მიკრობანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში;
გ) მიკრობანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სახელშეკრულებო ვადაში დაფარვა. მიკრობანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად მიკრობანკის ლიკვიდატორმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომლებსაც არ აქვთ დავალიანებების სახელშეკრულებო ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები.
9. მიკრობანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც შესაბამის ამონაწერში მითითებულ ვადაში გამოთხოვილი არ არის, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიკრობანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად მიიჩნევა და მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება.
10.
მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში).
101. მიკრობანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. მიკრობანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში.
102. მიკრობანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:
ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;
გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა;
დ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;
ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;
ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;
თ) ფიზიკური პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები;
ი) იურიდიული პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა;
კ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ლ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
მ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის;
ნ) მიკრობანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
პ) მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ჟ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სხვა ვალდებულებები.
11.
თუ არსებული თანხა ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.
12. მიკრობანკის კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
13. მიკრობანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება.
14. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით მიკრობანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში.
15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ მიკრობანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად მიიჩნევა ლიკვიდირებული მიკრობანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას საქართველოს ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული მიკრობანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული მიკრობანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს და მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა განაწილდეს. მიკრობანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მისი განკარგვისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული მიკრობანკის ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი.
16. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად მიიჩნევა, თუ სრულადაა დაფარული მის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა და დარჩენილი აქტივები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციონერებზეა განაწილებული.
17. თუ მიკრობანკს დაუფარავი ვალდებულებები ერიცხება, მაგრამ ამ ვალდებულებების დასაფარავად აქტივები აღარ აქვს, მისი ლიკვიდაციის პროცესი წყდება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით იხსნება გაკოტრების საქმე.
18. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკრობანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3951 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3951
წინა რედაქცია (10.03.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. მიკრობანკის ლიკვიდაცია 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწყება მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და მიკრობანკის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია მიკრობანკის ლიკვიდატორად მიკრობანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. თუ მიკრობანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს მიკრობანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი საქართველოს ეროვნულ ბანკს გადასცეს. მიკრობანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. 4. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკრობანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს მიკრობანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა ფინანსური აქტივების მოთხოვნის უფლება − სხვა მიკრობანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს და ორგანიზება გაუწიოს ამ ვალდებულებების გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისთვის მიკრობანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის. 6. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს: ა) თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება; ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც მიკრობანკი მონაწილეობდა; გ) მიკრობანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ მიკრობანკი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დარიცხული თანხისა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) მიკრობანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში გადატანის შესახებ. 7. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ მიკრობანკის კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. 8. მიკრობანკის ლიკვიდატორმა: ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც ორგანიზაცია ასრულებდა, ორგანიზაციის, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეებს დაუბრუნოს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) მიკრობანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად მიკრობანკის ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ფასეულობას მიკრობანკის სეიფებში ინახავენ, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც მიკრობანკი განაგებს, უნდა გაუგზავნოს მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინებაში აღინიშნება ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ მიკრობანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში; გ) მიკრობანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სახელშეკრულებო ვადაში დაფარვა. მიკრობანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად მიკრობანკის ლიკვიდატორმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომლებსაც არ აქვთ დავალიანებების სახელშეკრულებო ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები. 9. მიკრობანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც შესაბამის ამონაწერში მითითებულ ვადაში გამოთხოვილი არ არის, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიკრობანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად მიიჩნევა და მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება. 10. მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში). 101. მიკრობანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. მიკრობანკის იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში. 102. მიკრობანკის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) კრედიტორი, რომლის მიმაქართ სასესხო ვალდებულოს ება მიკროვბანულკს მისთვის მიკრობანკი, ს საქმიათ შნორბის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, „აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის შეს. ახებ“ მასთაქნართველო, ს ორაგანული კდანონის 48-ახადო ვალდე მბუხლებების , რომლე-16 პუბიც მიკრობანქტკისთ გათვალისწ მინეკრობულანკი თს საქმიანხეობი; გ)ს ლიკვიდაცენზიის პგაუქმერბიოდს შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტიღს „ზ“ ქვებპულნქტის შესხეაბამი; სად დაკმაყოფილდება; გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით ს შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; ედ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონებ ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ებკვი; ვალენტისა; ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონებ ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები; ზ) ს შესაბამისად, გარდა ამავე პუჯნქტის „ვ“ ქვეპუნქტო ით გათვალდისწინებული მოთხოვნებეისა; ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობავნკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართ შველოს ეროვნული ბანკის, შესახებ“ საქართველოს ორგადნული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანოებები; თ უ) ფიზიკური პირის სხვა დაბრუნველყობადი ფულადი სახსრები; ი) იურიდიული პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმოეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა ან უცხოური ვნალუტით მისი ებკვივალენტისა; თკ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ილ“−„ოჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ი) სასესხო ვალდებულება) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „კმ“−„ოჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; კმ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ლნ) მისეთკრობანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ნო“ და −„ოჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ნპ) მიკრობანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ოჟ) სხვა ვალდებულებები მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სხვა ვალდებულებები. 11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-10102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 12. მიკრობანკის კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 13. მიკრობანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება. 14. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით მიკრობანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკრობანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან/და კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში. 15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ მიკრობანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად მიიჩნევა ლიკვიდირებული მიკრობანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას საქართველოს ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული მიკრობანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული მიკრობანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს და მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა განაწილდეს. მიკრობანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მისი განკარგვისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული მიკრობანკის ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი. 16. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად მიიჩნევა, თუ სრულადაა დაფარული მის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა და დარჩენილი აქტივები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციონერებზეა განაწილებული. 17. თუ მიკრობანკს დაუფარავი ვალდებულებები ერიცხება, მაგრამ ამ ვალდებულებების დასაფარავად აქტივები აღარ აქვს, მისი ლიკვიდაციის პროცესი წყდება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით იხსნება გაკოტრების საქმე. 18. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკრობანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით.