1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მკვეთრად გამოხატული შშმ უსინათლო და მხვედველობა დაქვეითებული შშმ პირები, ასევე, მხედველობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2) ასლი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული) და ამ კომპონენტით გათვალისწინებული თეთრი ხელჯოხის საჭიროება. აღნიშნული დოკუმენტი შესაძლებელია, გაცემული იყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების ბიუროს მიერ;
გ) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან რომელიმე მათგანი:
გ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და თეთრი ხელჯოხის საჭიროება;
გ.ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი − ფორმა № IV-50/4 – ასლი;
გ.გ) საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის (შემდგომში – სშსკ) მიერ საქრთველოს უსინათლოთა კავშირიდან წინა წლებში ბენეფიციარებზე გაცემული უსინათლო და მცირე მხედველთა სააღრიცხვო ბარათი (ცნობა) შშმ პირის სტატუსის (უვადო) მინიჭების შესახებ;
გ.დ) სშსკ-ის მიერ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სხვადასხვა რაიონული განყოფილებებიდან წინა წლებში ბენეფიციარებზე გაცემული, შშმ სტატუსის (უვადოდ) დამადასტურებელი ფორმის ამონაწერი;
გ.ე) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ცნობა შშმ პირის სტატუსის მხედველობის პრობლემების საფუძველზე (უვადოდ) მინიჭების თაობაზე.
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლ