კომიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.274
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილებ ა №36
2003 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ “ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესში დამატებების შეტანის თაობაზე
“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ “ანგარიშვალდებული საწარმოს მეირ მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესში დამატებების შეტანის მიზნით, კომისია ადგენს:
I. “ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ” წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:
მუხლი 41. საწარმოს საქმიანობის შეჩერება ან განახლება
1. საწარმოს საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშში უნდა მითითებულ იქნეს ინფორმაცია:
ა) ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის, საფუძვლისა და შეჩერების ვადის თაობაზე;
ბ) საწარმოს საქმიანობის შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადებისა და საგადასახადო ორგანოში ამ განცხადების რეგისტრაციის მონაცემების თაობაზე. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს ამ განცხადების საფუძველზე მიღებული იქნა ადმინისტრაციული აქტი – ინფორმაცია ამ აქტის რეკვიზიტების თაობაზე.
2. საწარმოს საქმიანობის განახლების შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის, საფუძვლისა და განახლების თარიღის თაობაზე.
მუხლი 42. საწარმოს ქონებაზე გაკოტრების საქმისწარმოების გახსნა ან გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა
1. საწარმოს ქონებაზე გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშში უნდა მითითებულ იქნეს ინფორმაცია:
ა) საწარმოს ქონებაზე გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღისა და ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თარიღის (წელი, თვე, რიცხვი და საათი) შესახებ;
ბ) გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის საფუძვლ(ებ)ის (გადახდისუუნარობა, ზედავალიანება) შესახებ.
2. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის (წელი, თვე, რიცხვი) და საფუძვლის თაობაზე.
3. წესის მე-4 მუხლს უთანაბრდება და მე-4 მუხლით რეგულირდება სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმისწარმოების გახსნაზე უარის თქმისა და საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე, აგრეთვე გაკოტრების საქმისწარმოების დამთავრება საწარმოს ლიკვიდაციით”.
II. წესის მე-9 მუხლის პირველ წინადადებას დაემატოს: “საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს საქმიანობის შეჩერების ან განახლების თაობაზე, საგადასახადო ორგანოში გაკეთებული შესაბამისი განცხადება საქმიანობის შეჩერების ან განახლების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოს ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან შეწყვეტის თაობაზე”.
III. იმ საწარმოთა მიმართ, რომელთა საქმიანობის შეჩერება ან რომელთა ქონებაზე გაკოტრების საქმისწარმოების გახსნა მოხდა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე, წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის დენა იწყება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის შემდეგ.
IV. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი