,,საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 09.07.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.10.003.001.096
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 10/07/2008
matsne.gov.ge 774 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.9pt 49.3pt 45.0pt 42.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №151 2008 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს როგორც რეგიონალური სავაჭრო და ფინანსური ცენტრის განვითარების, საქართველოს ფინანსური სისტემის მსოფლიო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და განხილვის მიზნით, შეიქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო). 2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. 3. საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 წელი. 4. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სპეციალისტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები. 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ხელშემწყობი საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) ფინანსური ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მომზადება; ბ) წინადადებების შემუშავება საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად; გ) საქართველოს საფინანსო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დაინტერესებული ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; დ) საფინანსო სფეროში ახალი რეგულირებების შეფასება-ანალიზი; ე) გლობალურ საფინანსო სისტემაში ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ვ) საფინანსო ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) უცხოელ ინვესტორთა მოზიდვის მიზნით საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლება-მოვალეობანი საბჭო უფლებამოსილია: ა) მისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე მოამზადოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები; ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია; გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები.     მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა 1. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო გეგმას; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობისას. 2. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ თვეში ნიშნავს საბჭოს ახალ წევრს.     მუხლი 5🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭოს შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს მდივნის წარდგინებით. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. 6. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში. 7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 8. საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი. 9. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმის ამონაწერის სახით. 10. საბჭო იკრიბება თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე, კვარტალში ერთხელ მაინც.     მუხლი 6🔗. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია. 2. საბჭოს უცხოელ წევრთა საბჭოს სხდომებზე დასწრების ხარჯები შეიძლება აანაზღაუროს საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.     მუხლი 7🔗. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა საბჭოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.