,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.278
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №631
2003 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 წ., №88, მუხ.797) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”,
2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით:”,
3. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს”.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის”.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირების გადაწვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე თავმჯდომარის ბრძანებებს”.
6. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №631. სარეგისტრაციო კოდი — 230.010.000.11.117.006.278.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქაერთველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №631, 25.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.278 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57280/