სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2023
ძალის დაკარგვა 29.02.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016794
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2023 წლის 24 თებერვალი
ქ. რუსთავი
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 4🔗
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 თებერვლის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016742, 01.03.2022).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია