📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №22/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016676
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2023
matsne.gov.ge 1,428 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 12.08.2022 კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 06.02.2023 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 93% 17.12.2025 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 18.02.2022 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 03.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №22/2023 2023 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის „დ​1-ე“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 76​6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადა და წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადა და წესი მუხლი 1🔗 საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა: ა) საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები; ბ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; გ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; დ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. მუხლი 2🔗 1. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით: ა) ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად, შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ამ დანართის პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები; ბ) საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოვლენის მიზნით სათანადო პროცედურები (წილისყრა) ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; გ) საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით  გამოვლენის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით, წერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობის შესაბამის ნომრებს, ამ დანართის პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საარჩევნო უბნების ნომრების გაუთვალისწინებლად. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ფურცლები ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი საარჩევნო უბნების ნომრების წაკითხვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც სათითაოდ იღებს 5 ფურცელს. გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ნომრები არის ხელახლა დასათვლელი საარჩევნო უბნები, რომლებიც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში. 2. იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც საარჩევნო უბნების რაოდენობა ხუთს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის/ოლქების ტერიტორიაზე არსებული ყველა საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. მუხლი 3🔗 ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით: ა) კენჭისყრის შედეგები შეიძლება ხელახლა დათვლილი იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეულ სხვა შენობაში; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემთხვევაში, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქულ მდგომაროებაში ტრანსპორტირებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ და შემდგომ დაბრუნებას უზრუნველყოფს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; გ) თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების  ხელახლა დათვლის პროცესში მთვლელებად მონაწილეობენ: გ.ა) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით განსაზღვრული პირი, რომელიც ავტომატურად ასრულებს პირველი მთვლელის ფუნქციას; გ.ბ) წილისყრით გამოვლენილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი; გ.გ) წილისყრით გამოვლენილი საოლქო საარჩევნო კომისიის ცესკოს მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილისყრის ჩატარების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ. მთვლელის ფუნქციას ასრულებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ის 2 წევრი (ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი), რომლებსაც პირველად შეხვდებათ შევსებული ფურცელი. წილისყრა ტარდება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წილისყრით გამოვლენილი მთვლელების რიგითობას განსაზღვრავს ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ე) თუ წილისყრით გამოვლენილი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან არ გამოცხადდება ხელახლა დათვლის პროცესზე, მთვლელის ფუნქციას საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 4🔗 ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით შესაძლებელია რამდენიმე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესი გაიმართოს ერთდროულად და ერთსა და იმავე შენობაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლას. მუხლი 5🔗 1. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი უფლებამოსილია ესწრებოდეს კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს. 2. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში, ვალდებულია ესწრებოდეს კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს. 3. საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება შესაბამისი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე. მუხლი 6🔗 ამ დანართის პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. მუხლი 7🔗 ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მთვლელები კენჭისყრის შედეგებს ითვლიან შემდეგი წესით და თანმიმდევრობით: ა) პირველი მთვლელი: ა.ა) იღებს საარჩევნო ბიულეტენებს; ა.ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას; ა.გ) აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა; ა.დ) ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს, მესამე სახისას – მეოთხე მთვლელს; ა.ე) ბათილად მიჩნეულ და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს გადასცემს მეხუთე მთვლელს. ბ) მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ: ბ.ა) ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; ბ.ბ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; გ) საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან: გ.ა) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს; გ.ბ) თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმებს. მუხლი 8🔗 კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია ილუქება შესაბამისი მთვლელების მიერ. მუხლი 9🔗 1. თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების/საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ დგება ხელახლა დათვლის შედეგების აქტი, რომელშიც შეიტანება ხელახლა დათვლის შედეგები. აქტს ხელს აწერენ შესაბამისი მთვლელები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელახლა დათვლის შედეგების აქტის/აქტების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შემდეგ განკარგულებას: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების მონაცემების დანართის (ხელახლა დათვლის შედეგების აქტის/აქტების) შესაბამისად, შეცვლის შესახებ. მუხლი 10🔗 საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლისას, იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.