2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №23/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016677
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№23/2023
2023 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე (30 მარტი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (9 აპრილი) განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:
1. ამომრჩევლის სახელი, გვარი.
2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).
3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
4. საარჩევნო ოლქის ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა.
5. ამომრჩევლის მიერ სიაში/ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო”) შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა.
მუხლი 2🔗
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის/სპეციალური ჯგუფის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით.
მუხლი 4🔗
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება:
1. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის მიზნით.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღე (11 აპრილი). შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (15 აპრილი), ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6🔗
საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახეს ამ დადგენილების მიღებიდან 7 დღის ვადაში ადგენს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8🔗
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინოს, 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან.
მუხლი 9🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი