აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2023
ძალაში შესვლა 01.03.2023
ძალის დაკარგვა 28.07.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №01-01-3/108
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (5)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2023 წლის 28 თებერვლის №01-01-3/108 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 26.07.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 07.06.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01-01-3/108
2023 წლის 28 თებერვალი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 04 აპრილის №7 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 15 მარტის №01-01-6/22 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ა. სირაბიძე) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრძანების შესაბამისი პირებისათვის გაცნობა.
მუხლი 4🔗
ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (მის.: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა №9) და ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქუჩა N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 5🔗
ბრძანება ძალაშია 2023 წლის 01 მარტიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე