⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2023
ძალის დაკარგვა 27.02.2024
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 743 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2023 მიღება
27.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქ.საგარეჯოს ზონების აღწერა ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი ITL
ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე 0.7
IMG ITL
0.3 0.7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2023 წლის 24 თებერვალი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, "სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქ. საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge  28/02/2022; 010250050.35.165.016426). მუხლი 4🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი დანართი N1 ქ.საგარეჯოს ზონების აღწერა ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა დავით აღმაშენებლის ქუჩა საზღვრებით: დასავლეთით- მდ. თვალთხევიდან, აღმოსავლეთით - რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთამდე (დავით აღმაშენებლის ქუჩის ლუწი: N2- დან N58-ის ჩათვლით, კენტი N3- დან N43-ის ჩათვლით) გამარჯვების ქუჩის ნაწილი (N1-დან N 35- ის ჩათვლით), თამარ მეფის ქუჩა N2-დან N34-ის ჩათვლით, ერეკლე მეორის ქუჩის ნაწილი, ლუწი: N22 - დან 130-ის ჩათვლით, კენტი: N1დან N 97 -ის ჩათვლით), აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი (N1-დან N11-ის ჩათვლით), ლესელიძის ქუჩა, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი ( ლუწი N2-დან N46-ის ჩათვლით, კენტი N1-დან N29 -ის ჩათვლით), ი.მამისაშვილის ქუჩის ნაწილი(ლუწი N2-დან N22-ის ჩათვლით, ხოლო კენტი: N1-დან N21-ის ჩათვლით),9 აპრილის  ქუჩის ნაწილი N17დან N39-ის ჩათვლით, რუსთაველის ქუჩა N73-დან N101-ის ჩათვლით, ალაზნის ქუჩის ნაწილი( ლუწი: N2-დან N60-ის ჩათვლით, კენტი: N1-დან N17-ის ჩათვლით), გიორგი ათონელის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი ლუწი:N2დან N20-ის ჩათვლით,ჯაფარიძის ქუჩა. 1.3 შუალედური ზონა ერეკლე მეორის ქუჩა (ცენტრალურზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), კახეთის ქუჩა მდ.თვალთხევიდან კახეთის გზატკეცილის ქუჩის ნაწილი, 9 აპრილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, განთიადის ქუჩა, ი.მამისაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), თბილისის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩის ნაწილი(ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი( ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), შოთა რუსთაველის ქუჩის ნაწილი(ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა),სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ერისთავის ქუჩა, ბაუჯა ქვლივიძის ქუჩა,თავისუფლების ქუჩა, სოლომონ გულისაშვილის ქუჩა, ქურდიანის ქუჩა,სათავის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, სოფიკო ჭიაურელის ქუჩა, ნუგზარ ჭანტურიას ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ყაზბეგის ქუჩა, მიხეილ ქვლივიძის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, კახეთის გზატკეცილი საზღვრებით მდ. თვალთხევიდან საგარეჯო-დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზის დასაწყისამდე ყველა (ლუწი და კენტი) ნომრის ჩათვლით. 1.0 პერიფერიული ზონა ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე 0.7 დანართი N2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                       CN=IMGXITLXCXK ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  არის ქ. საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისთვის – 1.3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისთვის – 1-ს; გ.გ)პერიფერიული ზონისთვის – 0.7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ცენტრალურ ზონაში უდრის 150-ს, შუალედურ ზონაში უდრის 130-ს, პერიფერიულ ზონაში უდრის 110-ს. პირველი პუნქტის მიხედვით, მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს: ა)საგარეჯოში მიწის  ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN ცენტრალური ზონა 0.3 1.3 0.24 150 14.04 შუალედური  ზონა 0.3 1 0.24 130 9.36 პერიფერიული ზონა 0.3 0.7 0.24 110 5.54 ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და შეადგენს 3.74 ლარი; გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%- ის ოდენობით და შეადგენს 2.34 ლარს; დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ. საგარეჯოს შუალედურის ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 4.68.