📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2023
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,011 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
4 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
5 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები
6 სკოლები,  კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
7 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები
8 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები
9 პოლიკლინიკები, სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები
10 სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები
11 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი),ვეტერინარული ცენტრები
13 აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები
14 შერეული საქონლის ბაზრობები და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები
15 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.04.2018 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ 92% 27.01.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 16.02.2015 შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 91% 02.04.2018 ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 91% 26.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8  2023 წლის 28 თებერვალი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლები ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი 1. მოსაკრებლის გადამხდელია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. 2. დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით  განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. მუხლი 3🔗. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  ნებართვისათვის 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფციენტის  (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. 2.  ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვრება 1 ლარით. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 40 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარიის ოდენობით. 4. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას. მუხლი 4🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავებისთვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) ერთ სულ მოსახლეზე - თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის  დანართის შესაბამისად. მუხლი 5🔗. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.  2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 4. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით. 5. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისთვის მოსაკრებლის გადახდევინებაზე მონიტორინგი და კონტროლი ევალება  ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე დანართი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის რაოდენობა № დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური  მეწარმეები ზომის  ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის ოდენობა 3 თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,03 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,23 0,3 3 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0,23 0,3 4 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,26 0,2 5 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები მომსახურების ერთეული ადგილი 0,12 0,09 6 სკოლები,  კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0,33 0,25 7 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 2.24 1,68 8 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები ერთი საწოლი 1,53 1.15 9 პოლიკლინიკები, სამედიცინო- დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები საერთო ფართის 1 მ​2 0,34 0,26 10 სტადიონები, სპორტულ- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები ღია ფართის 1 მ​2 0,03 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,013 0,1 11 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,64 0,48 12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი),ვეტერინარული ცენტრები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,41 0,31 13 აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ​2 0,49 0,37 14 შერეული საქონლის ბაზრობები და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები საერთო ფართის 1 მ​2 0,21 0,26 15 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 მ​2 0,03 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,066 0,05 16 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0,33 0,25 17 სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სათბურები და ფერმები ღია საერთო ფართის 1 მ 0,04 0,03 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.006 0.005 18 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0,46 0,35 19 სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,46 0,35 20 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,41 0,31 21 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,1 1,6 22 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,7 0,53 23 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) სამუშაო ფართის 1 მ​2 042 0,32 24 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,32 0,24 25 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,006 0,005 დახურული ფართის 1 მ​2 0,06 0,05 26 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 მ​2 0,013 0,01 27 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ​2 0,013 0,01 28 საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0.013 0.001 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ   –  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ –  ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).