⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2023
ძალის დაკარგვა 27.02.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.168.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 454 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2023 მიღება
27.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ქ. სიღნაღი
2 ქ. წნორი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2023 წლის 27 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,   „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის  მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №3 დადგენილება   (www.matsne.gov.ge, 27/01/2022,   200140030.35.168.016339). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG × ITL × C × K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. სიღნაღის და ქ. წნორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის ქ. სიღნაღისთვის 750-ს, ხოლო ქალაქ წნორისთვის 450-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი), ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი 1 ქ. სიღნაღი 0,28 1 0,24 750 50,4 2 ქ. წნორი 0,28 1 0,24 450 30,24 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანაგა, ვაქირი, საქობო,ბოდბისხევი, ქვემო მაჩხაანი, ნუკრიანი, ზემო მაღარო, ბოდბე  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისთვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50 პროცენტით. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გარდა მე-3 პუნქტში  მითითებული სოფლებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისთვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30 პროცენტით. 5.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დასახლებათა არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისთვის დადგენილი ნორმატიული ფასის 25 პროცენტით. 6. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის  №407 დადგენილებით განსაზღვრულ  საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისთვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50 პროცენტით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და  მე-5 პუნქტებში აღნიშნული წესი.