⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.02.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2023
ძალის დაკარგვა 05.02.2024
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010040030.35.104.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 444 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2023 მიღება
05.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
|MG |TL
0,37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2023 წლის 24 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე   მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  და 25-ე მუხლების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის  და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“. მუხლი 2🔗 ამ  დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მეტრი მიწის ნორმატიული ფასი/ შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: C n= | MG ​X | TL X C X K  სადაც: ა) C n - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის     ნორმატიული ფასი; ბ)  |MG- არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს; გ) | TL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს/ რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/; დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K- არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. მუხლი 2🔗. პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა)  ქ. წალენჯიხის  და  ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: |MG |TL C        K Cn (ლარი)      0,37 1 0,24     100 8,88 ბ)   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) - ამ დადგენილების  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50 % ოდენობით / 4,44 ლარი/; გ)  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით /4,80 ლარი/; დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25% ოდენობით /2,22 ლარი/; ე) ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სქურის უბანში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80% -ის ოდენობით /7,10 ლარი/.