,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.001.097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 10/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი არველაძე – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ამირან ახალაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

გიგა ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“;

ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.“;

გ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;

კ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.“;

დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.“;

ე) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე