ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2023
ძალაში შესვლა 01.03.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.141.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2023 წლის 27 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №27 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.141.016370).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი), საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 750-00 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი), უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებასთან ერთად.