ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016756
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ეგნატე ფიფიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან VII კვარტალში კორპ. №3 მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ისტორიკოსის, ფილოლოგის სერგი გორგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, დისევის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ლუბლიანას ქუჩის მონაკვეთისთვის ბავშვთა ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ჟვანიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
81
2023 წლის 21 თებერვალი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ
ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ტყემალაძე